Archive | ნოემბერი 2011

უსახელოდ

ერთ მშვენიერ დღეს ერთ ჩვეულებრივ კლასში, ერთმა არაჩვეულებრივმა მასწავლებელმა ჩვეულებრივ მოსწავლეებს წაუკითხა არაჩვეულებრივი გურამ რჩეულიშვილის ერთი მოთხრობა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთ ჩვეულებრივ ბავშვზე. შემდეგ გავიდა დრო, საკმაოდ დიდი დრო………….

ეს სამი დღეა ყოველ დილით გაღვიძებისთნავე,  რაც პირველად მახსენდება არის ,,უსახელო უფლისციხელი”, რომელმაც აშკარად ღრმა კვალი დატოვა ჩემში. გონებაში ამომიტივტივდა გარკვეული ფრაზები ამ უსახელო გმირთან დაკავშირებით, ხოდა გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გადამეხედა.მოვიძიე, წავიკითხე და იგივე განცდა დამეუფლა, რაც მაშინ სკოლის მოსწავლეობის დროს. მყუდროდ მოკალათებული დავდუმდი და ღრმად ჩავფიქრდი , გონებით კვლავ წავედი უფლისციხის ქვაბულებში, ვიბოდიალე ბევრი, ვნახე ის ავადნახსენები უფსკრული, ( ჩემს წარმოსახვაში უფრო საშიში, ბნელი და ცივი იყო), დაჩოქილი მუხლებდასისხლიანებული მლოცველი ქალებიც ვნახე, ,,ღმერთი დიდია და მოწყალე უსაზღვროა მისი ძალა” ეს ფრაზაც გამუდმებით ტრიალებდა აქ თავში, ჩურჩულის სახით  ჩამესმოდა და ჩამესმოდა, მერე ის უენოც ვნახე, საცოდავი შესახედი  იყო, მიახლოვება და რამის თქმა მომინდა, მაგრამ  შემრცხვა და მომერიდა, ანდა, მე რა უნდა მეთქვა მისთვის, უბრალოდ,  საოცარ პატივისცემას ვგრძნობდი უსახელო გმირის მიმართ. მერე ხალხი ვნახე , სიხარულით აღსავსე, გამარჯვება უხაროდათ, მერე თითქოს ყველაფერი გაფერმკრთალდა, გაბაცდა და მეც    ფიქრებიდან გამოვერკვიე,  რეალობაში დავბრუნდი, უცნაური შეგრძნებით და ბავშვობისდროინდელი შთაბეჭდილებით. ყველაფერი ეს სულითხორცამდე შევიგრძენი და თითქოს  სულიც კი გამეყინა.

ვინ იცის   რამდენი ასეთი გმირი არსებობს – ღმერთმა მხოლოდ. ღმერთი დიდია და მოწყალე უსაზღვროა მისი ძალა……

Advertisements

უბრალო დაინტერესება:)

დილით გაიღვიძებ და გაქვს მხოლოდ ერთი სურვილი, საერთოდ შეცვალო ცხოვრება, შეიცვალო პროფესია, იმიჯი, ჩაცმის სტილი და ზოგადად ცხოვრების წესი. თითქოს ყველაფერი ის, რაც აქამდე გიკეთებია, არაფრისმთქმელია. დღეს, სწორედ ასეთი უცნაური დილა მქონდა, თუმცა სულაც არაა უცნაური, არც მე ვარ პირველი და ალბათ, არც უკანასკნელი, ვისაც ასეთი სურვილი გაუჩნდება და თან არამარტო ერთ დილას.   პირველ რიგში მომინდა  პროფესია,რომელსაც არ დავასახელებ და რომელიც ახლა  უკვე, ყველაზე უაზრო პროფესიად მეჩვენება დავივიწყო. სწორედაც, რომ  პროფესიის შეცვლით დავიწყებდი ჩემი თავის რადიკალურ  ,, გარდასახვას” .ასეთ დროს რამე ისეთი საქმიანობა უნდა მოიძიო, რაც თან სიამოვნებას მოგანიჭებს,  თან ფულსაც მოგიტანს, თან ძალიან რთულიც არ იქნება, ალბათ ბევრი ასეთი პროფესია არსებობს, მაგრამ არც თუ ისე მარტივი.   უბრალოდ ინტერესის გამო – რა შეიძლება ვაკეთო?  სიამოვნებით მოვკიდებდი ხელს ისეთ საქმეს, როგორიცაა მეღვინეობა, უფრო მეტიც პატარა ვენახსაც სიამოვნებით მოვუვლიდი. რატომღაც მომეჩვენა, რომ ეს საქმე საოცრად საინტერესოა და გადავწყვიტე უფრო ბევრი რამ გავიგო ამ ღვთიურ სასმელზე, თანაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , სწორედ ეს სასმელია დღეს, ბევრ ჩემნაირ ,,ახალგაზრდა მოხუცს” სიცოცხლეს, რომ უხალისებს, ნუ რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში და ხანდახან:) . მოკლედ გადავხედე, გადმოვხედე, მოვიძიე და გავაცნობიერე, რომ ეს უძველესი და დიდად საპატივცემულო სასმელი საკმაოდ რთულად შესასწავლია და ამავე დროს სათუთად მოსაპყრობი, რადგან მისი ხარისხი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და ამავე დროს, მის მომგებიანობაზეც. კარგად და ხარისხიანად მისი მომზადება საკმაოდ დიდ ცოდნასა და გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს.  მოკლედ,   კატეგორიების მიხედვით მე პირადად უფრო საინტერესო ჯიშობრივი მომეჩვენა, რომელიც ერთი ჯიშის ყურძნისგან მზადდება მისი მეორე კატეგორია კუპაჟურისგან განსხვავებით, რომელიც სხვადასხვა ჯიშის ნარევს გულისხმობს. თუმცაღა კუპაჟურიც თვისთვად საინტერსო იქნება, რადგან ჯიშების შერევით შესაძლოა ბევრი ორიგინალური  ღვინო მივიღოთ. ღვინის სახეებს რაც შეეხება, იგი ორგვარია –  წყნარი და ნახშიროჟანგის შემცველი. მე უპირატესობას წყნარ ღვინოს მივანიჭებდი, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი და მოტკბო მშრალი. ყოველივე ეს კი ხარისხების მიხედვით სამგავრია –ორდინალური, სამარკო და საკოლექციო. ორდინალური დაძველების გარეშეა, დაძველებით მაღალხარისხოვან ღვინოს სამარკოს უწოდებენ, ხოლო განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი ღვინო, რომელსაც საწარმოო დაძველების გარდა , კასრებშიც აძველებენ საკოლექციო ეწოდება. რაც შეეხება ღვინის მომზადებას, ზოგადად მსოფლიოში, თურმე არსებობს სამი წესით ღვინის დაყენების მეთოდი ესენია: ევროპული, კახური და იმერული, ამ ფაქტმა ფრიად გამახარა და ვიმედოვნებ, რომ უფრო პოპულარული გახდება ჩვენი ღვინო საზღვრებს გარეთ. მართალია ჩვენ უძველესი ტრადიციები გვაქვს ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ევროპული მეთოდი უფრო მომეწონა. სიამოვნებით დავაგემოვნებდი ასეთი წესით დაყენებულ ღვინოებს. დაყენების მეთოდების ,,შესწავლა” რომ განვაგრძე, მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის ძალიან რთულია და არც თუ ისე საინტერესო, ასე რომ  ჩემი პროფესია უფრო დავაფასე, თურმე არ ყოფილა მთლად ხელწამოსაკრავი:). ამ შესწავლა მოძიებაში იმასაც მივხვდი, რომ ცხოვრების შეცვლა, არც ისე მარტივია და მემგონი აჯობებს იგი  უფრო  გადავაახალისო და გავამრავალფეროვანო. ამიტომ , უკვე საღამო ხანია, ჰოდა დილით წამოწყებული იდეები გამიქრა, თუმცა მიხარია, რომ  საკმაოდ ბევრი ახალი გავიგე ღვინის შესახებ და ამიერიდან, ამ ჯადოსნურ სასმელს უფრო მეტი სიამოვნებით დავლევ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ  შესაბამის სიტუაციაში ღვინოზე ერთ–ორ სიტყვას მეც ვიტყვი….

ხანდახან სასარგებლოა  დილას უცნაურად გაღვიძება…

………………

autumn

ძალიან გვიანი შემოდგომა იყო, საოცრად სევდიანი ამინდი და სევდიანი განწყობა, თუმცა იმედი იყო, ბევრი რამის. ზაფხული უნდოდა, წყუროდა მზე, სითბო, ადამიანი.

უნდოდა სადღაც, იქ ოცნების ადგილას, ადგილას, სადაც ბევრი რამე ხდებოდა საინტერესო, ბევრი რამე არსებობდა ორიგინალური, მრავალფეროვანი, ფერადი.  ცისარტყელაც უნდოდა, ცოტა წვიმაც,  ზღვაც და მთვარეც.

არასდროს არის ისე,  როგორც უნდა იყოს ან გინდა , რომ იყოს, ფიქრობ და ოცნებობ და ოცნებაც გბეზრდება, მერე მარტო ფიქრობ, მერე ფიქრიც გღლის, მერე იმედოვნებ, მერე გაიაზრებ, მერე გაანალიზებ დასკვნას გააკეთებ, თავს გაამართლებ  და დამშვიდდები.

არასოდეს თქვა არასოდეს… რაღაც იწყება და ის აუცილებლად მთავრდება.  არაფერია მუდმივი.

ცუდი დამთავრდება და კარგი დაიწყება.

Hello world!

Welcome to WordPress.com. After you read this, you should delete and write your own post, with a new title above. Or hit Add New on the left (of the admin dashboard) to start a fresh post.

Here are some suggestions for your first post.

  1. You can find new ideas for what to blog about by reading the Daily Post.
  2. Add PressThis to your browser. It creates a new blog post for you about any interesting  page you read on the web.
  3. Make some changes to this page, and then hit preview on the right. You can always preview any post or edit it before you share it to the world.