უსახელოდ

ერთ მშვენიერ დღეს ერთ ჩვეულებრივ კლასში, ერთმა არაჩვეულებრივმა მასწავლებელმა ჩვეულებრივ მოსწავლეებს წაუკითხა არაჩვეულებრივი გურამ რჩეულიშვილის ერთი მოთხრობა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთ ჩვეულებრივ ბავშვზე. შემდეგ გავიდა დრო, საკმაოდ დიდი დრო………….

ეს სამი დღეა ყოველ დილით გაღვიძებისთნავე,  რაც პირველად მახსენდება არის ,,უსახელო უფლისციხელი”, რომელმაც აშკარად ღრმა კვალი დატოვა ჩემში. გონებაში ამომიტივტივდა გარკვეული ფრაზები ამ უსახელო გმირთან დაკავშირებით, ხოდა გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გადამეხედა.მოვიძიე, წავიკითხე და იგივე განცდა დამეუფლა, რაც მაშინ სკოლის მოსწავლეობის დროს. მყუდროდ მოკალათებული დავდუმდი და ღრმად ჩავფიქრდი , გონებით კვლავ წავედი უფლისციხის ქვაბულებში, ვიბოდიალე ბევრი, ვნახე ის ავადნახსენები უფსკრული, ( ჩემს წარმოსახვაში უფრო საშიში, ბნელი და ცივი იყო), დაჩოქილი მუხლებდასისხლიანებული მლოცველი ქალებიც ვნახე, ,,ღმერთი დიდია და მოწყალე უსაზღვროა მისი ძალა” ეს ფრაზაც გამუდმებით ტრიალებდა აქ თავში, ჩურჩულის სახით  ჩამესმოდა და ჩამესმოდა, მერე ის უენოც ვნახე, საცოდავი შესახედი  იყო, მიახლოვება და რამის თქმა მომინდა, მაგრამ  შემრცხვა და მომერიდა, ანდა, მე რა უნდა მეთქვა მისთვის, უბრალოდ,  საოცარ პატივისცემას ვგრძნობდი უსახელო გმირის მიმართ. მერე ხალხი ვნახე , სიხარულით აღსავსე, გამარჯვება უხაროდათ, მერე თითქოს ყველაფერი გაფერმკრთალდა, გაბაცდა და მეც    ფიქრებიდან გამოვერკვიე,  რეალობაში დავბრუნდი, უცნაური შეგრძნებით და ბავშვობისდროინდელი შთაბეჭდილებით. ყველაფერი ეს სულითხორცამდე შევიგრძენი და თითქოს  სულიც კი გამეყინა.

ვინ იცის   რამდენი ასეთი გმირი არსებობს – ღმერთმა მხოლოდ. ღმერთი დიდია და მოწყალე უსაზღვროა მისი ძალა……

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s