ჩემი ფერადოვნება

მომენატრა ფერადოვანი სამყარო, თბილი მზე და სიმწვანე, მენატრება სივრცე უსაშველოდ გაწოლილი, მენატრება ძველი დროის ზოგიერთი ფრაგმენტი.  თითქოს ფერთა სიმკვეთრე და სიკაშკაშე მაკლია, ამიტომ გამოვჩხრიკე მეგობრის ნაჩუქარი ყველაზე ფერადოვანი  წიგნი   და   ისევ ჩავეფალი შთამბეჭდავ იმპრესიონიზმში.

თითოეული ამ მიმდინარეობის შედევრი მიქმნის რეალობის პირადი ინტერპრეტაციის საშუალებას.  ფერთა გამა სულს მიმშვიდებს და ღრმად მაფიქრებს, სხვადასხვა ოცნებებს მიღვიძებს. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ,  რაც ასახულია არის აბსოლუტურად რეალური და ამავდროულად   არაიდეალური.  თითოეული კონტური იძლევა საშუალებას შენებურად დაინახო და აღიქვა კომპოზიცია. ბუნების ცვალებადობის წამიერი ასახვა იმის დასტურია, რომ ყველაფერი წარმავალია, თუმცა თითოეული ნახატი თითქოს დროს აჩერებს.  ცოტა ფანტაზიაც და შესაძლოა დროში იმოგზაურო ვუყურებ  ზოგიერთ მათგანს და ვხვდები, რომ იქ ვარ 19 საუკუნეში,  პარიზში უგზო-უკვლოდ დავეხეტები, სხვადასხვა მდიდრულ სალონებს ვსტუმრობ,  ვათვალიერებ გამოფენებს, ვტკბები მონეს ფერდოვანი ხიდებით და ბაღებით, დეგას ტანწერწეტა  ბალერინებით,     რენუარის რომანტიკული წყვილებით, სისლეის სევდით,   ბაზილის კეთილშობილებით,  პისაროს ხმაურით, მანეს სითამამით.

    მათ გამოელიათ შავი ფერი და ასე დაიბადა იმპრესიონიზმი…..  რომლისთვისაც დამახასიათებელია არასტაბილურობა,   მოვლენათა მუდმივი ცვალებადობის და წარმავალი შთაბეჭდილებების ასახვა.  რამდენიმე სურათი განსაკუთრებულად მიყვარს და ხშირად ისეც ხდება, რომ  თითოეული მათგანი ხასიათს და განწყობას აბსოლუტურად შეესაბამება.  ვუყურებ მათ დაკვირვებით,  შემდეგ კი  სრულად ვიკარგები ამ  ნახატებში, მაგრამ ვპოულობ ჩემს მზეს, ჩემს ფერადოვნებას, სითბოს, სივრცეს,  ვერ ვპოულობ ძველი დროის ფრაგმენტებს, ალბათ არც არის საჭირო.    სიმუქის  ფაქტობრივად არარსებობა  და ნათელი წმინდა ფერები მამხიარულებს, სიხალისეს მმატებს, სიყვარულის ხასიათზე მაყენებს.  მერე ფანჯარაში ვიხედები და არც ისე მუქი მეჩვენება ეს სამყარო, მერე ვხურავ წიგნს  და  ოპტიმიზმით შეპყრობილი ველოდები…. რას??  ზაფხულს, მზეს და უამრავ კარგ რამეს……….

Advertisements

4 thoughts on “ჩემი ფერადოვნება

  1. შენ იმპრესიონისტები გყვარებია…

    რა მშვიდი ფერებია, არა? მანეც ფანტასტიურია, დეგას ბალერინებიც, რენუარიც, პისაროც. და მონეც რა თქმა უნდა, თავისი “შთაბეჭდილებით”.

  2. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება ჩემი მასაზრდოებელი სტიქიაა, არასდროს არ მყვარებია ბალეტი. ვერც ბალერინათა ტანდემს ვამუღამებ. მირჩევნია ვუყურო მარტო ერთი ქალი როგორ ცეკვავს და ისიც რეპეტიციისას, აუდიტორიის გარეშე. მაგრამ ედგარ დეგამ თვისი ნახატებით შეძლო რომ როცა ადამიანი მეტყვის ბალერინა ვარ/ვიყავიო ორმაგად სიმპათიით ვეწყობი მისდამი. ულამაზეს სამყაროს ქმნდიდნენ იმპრესიონიზსტები ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s