……….

გაკაშკაშებული  ბულვარი, ზღვისპირა ალიაქოთი, აქ  ყველაფერია იმისთვის, რომ დატკბე ამ სილამაზით.

ის ჩამოჯდა ზღვისპირას  სრულიად მარტო, გახედა ჰორიზონტს და დაინახა სილამაზე – ენით აუწერელი,  მთლიანად მოწყდა დანარჩენ სამყაროს და მიენდო ქარს, რომელმაც შორს გააქროლა – ძალიან შორს.

ტალღების დგაფუნი,  თითქოს  რაღაცის თქმას ცდილობს, თუმცა   ვერ იგებს რის თქმა უნდათ,  მიაყურადა, მაგრამ ამაო იყო ეს მცდელობა, არადა უნდა გაიგოს  შორიდან მოტანილი ამბები.  ცაც დაჰყურებს თავზე, მთვარე ნახევრად მიმალულა და ჩუმჩუმად უჭვრიტინებს შორიდან….

გადაავლო თვალი მისი ცხოვრების ტალღებს, არაბობოქარს, ეს სულ სხვა ტალღებია, ხშირად მოსაწყენი და მომაბეზრებელი, ისევ ნამდვილ ტალღებს შეხედა და მოუნდა რომ შესულიყო ზღვაში,  ხო, ამ ღამეს, ამ ბნელ ღამეს  – შესულიყო მოლივლივე წყალში და ალბათ უკან არც დაბრუნდებოდა, იქნებოდა ტალღებში სამუდამოდ,  მათ ენასაც ისწავლიდა.

 სურვილი სურვილად დარჩა, რაღაცას ვერ შეელია, იმ რაღაცას  რისითვისაც დღემდე იბრძვის, ამაოდ, მაგრამ მაინც იბრძვის…. საბოლოოდ დაბნელდა, უკანასკნელი სინათლის სხივიც   ჩაესვენა უსასრულო ზღვის სიღრმეში, უკან მოიხედა და ისევ დაინახა ზღვისპირა გაკაშკაშებული ბულვარი, ხალხით სავსე, მჩქეფარე, ხმაურიანი და აღელვებული, ეს ყველაფერი მის ზურგსუკან იყო, არის და ალბათ იქნება… მაინც დაბრუნდა  და გაიღიმა, შეერია ხალხის ნაკადს, ისევ   განაგრძო სვლა, სადღაც უსასრულობისკენ….

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s