Archive | დეკემბერი 2012

ჯაზი, დუმბაძე და ხაზარულა

ნოემბერმა მაინც თავისი ქნა და დეკემბრამდე გაიყოლა ცუდი ხასიათობა,  დეკემბერი კი,  მაისივით თბილად შემომეპარა, თუმცა  მაინც ვერა და ვერ ამაფორიაქა…

-Fantasy-Nature-Trees-Forest-Hd-Wallpaper--,, ხეს რომ დაველაპარაკე პირველად 14 წლისა ვიყავი, თვითონ ბებერი იყო, 55-60 წლისა, თითქმის ჩემი ბებიის ხნის.  ხე ვაშლისა გახლდათ და სახელად ხაზარულა ერქვა.”

ეს ფრაზა სამსახურში გამახსენდა,   უცებ ჩავკეცე  ვორდის მომაბეზრებელი ფაილი და სასწრაფოდ მოვიძიე  ,,ხაზარულა”, როცა სულ  პირველად წავიკითხე, პატარა ვიყავი  და მაშინვე შემიყვარდა, თუმცა მაშინ სულ სხვანაირად აღვიქვი მეოცნებე ხის ისტორია, ახლა კი:

,,ხაზარულა კი იდგა და ძილ-ღვიძილში მყოფი კაცივით მხოლოდ წამწამებს აფახულებდა, მეტი არაფერი, კაციშვილმა არ იცოდა, რას გვიპირებდა

ნელ–ნელა დავიწყე კითხვა  და ვიგრძენი, რომ  ჩემმა  გაყინულმა  ტვინმა მოძრაობა დაიწყო, უცებ მოვწყდი სამსახურის ჩვეულ გარემოს და წავედი სიმწვანეში, სიმშვიდესა და   სიმყუდროვეში, ყურებში ჯაზის ლამაზი მელოდიები შესანიშნავად შეერწყა  დუმბაძის უბრალო და სასიამოვნოდ თბილ ხელწერას.. . გენიალური აღმოჩენაა ჩემთვის  ჯაზი და დუმბაძე ერთად,   ვიგრძნენი, რომ გამოვცოცხლდი,  ჩემი მიტოვებული ბლოგიც გამახსენდა და წერაც მომინდაა,  რაც უზომოდ გამიხარდა.girl-tree-umbrella-magic

აყვავილდა ხაზარულა, მაგრამ რა აყვავილდა, დაისია ფუტკარი, მაგრამ რა დაისია, გამოისხა ხაზარულამ, მაგრამ რა გამოისხა, დამწიფდა, მაგრამ რა დამწიფდა, დახვავდა, მაგრამ რა დახვავდა, აგვავსო ჩვენც და მეზობლებიც ჩირით, არყით და მურაბით” 

კითხვისას ჩემი სახის მიმიკები ხან მხიარულ, ხან სევდიან ემოციას გამოხატავდა, მუსიკაც არ ჩერდებოდა და უფრო მეტად ამძაფრებდა  შეგრძნებებს .   კიდევ უფრო შემიყვარდა ხაზარულა, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად,  არა ისე, როგორც მაშინ,  კარგად გავუგე,  არა,  კარგად კი არა,  ზუსტად მესმოდა მისი…. .გულწრფელად მომინდა მასთან მასლაათის გაბმა…  რა კარგია ფანტაზიის უნარიც რომ გვაქვს ადამაინებს.   რამდენიმე წამში,  მე ,   ჭიქა ღვინით ხელში, ვიჯექი მის  წინ და ვესაუბრებოდი, ის კი მისმენდა. რა თქმა უნდა მისმენდა   ,,ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი ესმოდა გაყუჩულ და ფოთოლგაცვენილ ხეს”.

რად გინდა ხაზარულა ადამიანობა,  იცი,  რა რთულია იყო კაცი და გერქვას ადამიანი?  იცი, ხშირად  რა ძნელია  გესმოდეს  და   გჯეროდეს მათი ,  გულწრფელად ენდობოდე ადამიანს   და არ გაოცდე ზოგიერთი მისი საქციელის გამო?   ძნელია ძალიან  ხაზარულა, ადამიანობა,   მაგრამ შენ რას დამიჯერებ,  წითელი ღვინით მთვრალს, მაინც უსაშველოდ გენდომება ადამიანური ყოფის შეგრძნება,  უსაშველოდ გენდომება, სირბილი, ღიმილი, ტირილიც გენოდომება შენ ალბათ,  სიყვარულიც  და საერთოდ ადამიანური ყველაფერი გენდომება შენ… მიუხედავად ჩვენი სისასტიკისა, მაინც გენდომება…

    ,,მაგრამ რა ექნა ხაზარულას, ხე იყო ხაზარულა და არა ადამიანი, ამიტომ ის გააკეთა, რაც შეეძლო, დილამდე ტორტმანებდა და გუგუნებდა ხაზარულა”   

narcisse-diaz-de-la-pena-gathering-wood-under-the-trees ფანტაზიამ შორს წამიყვანა, უკან არეული და დაბნეული შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, ჩვეული გარემო ჩვეულებრივად  დამხვდა, მხოლოდ  მე ვიყავი უჩვეულოდ …

ჩემთვის სასიამოვნო 10 წუთი იყო,   შედეგად  საოცრად კარგი განწყობა, გაცოცხლებული გონება და  მეტად დაფასებული ადამიანობა შემომრჩა…

ასე იყო ჩემთან ხაზარულა, დუმბაძე და ჯაზი…..

Advertisements