Archive | იანვარი 2013

12…..

344e8vb_large           სანამ, ეს ოხერი 12 საათი მოვიდა, რა ექნა არ იცოდა…..

არაფერს ელოდება,  არავის ელოდება.  ნაძვის ხეც ისე, სიმბოლურად და მოვალეობის მოხდის გამო გააწყო,  სუფრაც ასე, ნაძალადევად გაშალა, მაგრამ მაინც არაფერი და ვერაფერი ხეირი მისთვის, არც განწყობა აქვს, არც სიხარულის შეგრძნება, არც არსად უნდა წასვლა… თავის ნაჭუჭში ურჩევნია ყოფნა.  დღეს კიდევ უფრო ჩარაზა კარები, ყველა ჭუჭრუტანაც კი, საგულდაგულოდ ამოქოლა .  გამოეთიშა ყველას და ყველაფერს.  დარჩნენ მარტო, ის და მისი სამყარო…. თბილი ხალათი მოიცვა, თმები უხეშად დაიკოსა და დაელოდა,  რას?  ალბათ ამ ოხერ  12-ს,  მერე რაღაც გაახსენდა, ბარი გამოაღო და კუთხეში მიჩქმალული ვისკი გადმოიღო…. ეს, ის ვისკია  განსაკუთრებული შემთხვევისთვის, რომ ინახავს, მაგრამ  არადა არ დადგა ეს განსაკუთრებული შემთხვევა, ჰოდა გადმოიღო, ჭიქა ნახევრად შეივსო და ფანჯარასთნ დადგა, ცარიელი და მდუმარე, რამდენიმე წამიც და ატყდა ბათქა-ბუთქი, ჟრიამული უსაშველო… საზეიმოდ შეიმოსა გარემო, თუმცა ყალბი იყო ეს ზეიმი…. მოსვა ერთი ყლუპი ვისკი, მწარე და არომატული გემო ძალიან ეამა, მერე მეორეც მიაყოლა,  ჩაფიქრდა და თავისთავად შემოენატრა,  არ უნდოდა, მაგრამ უნებურად შემოენატრა, კეთილი სურვილების ახდენა ინატრა. დამთავრდა 12 და 2012-იც, გადაავლო წინა წელს თვალი,თურმე რამდენი რამ მომხდარა , ერთი წელი ეძახე შენ და… ბევრი ცუდიც იყო და ბევრი კარგიც,  ახლა უკვე 13-ია.   ის, ალბათ,   ისევ ჩვეულებრივად ივლის  ამ პლანეტის ერთ პაწაწუნა მონაკვეთზე, ისევ იქნება  დედამიწის ელემენტარული ნაწილაკი , ისევ ისე ეტკინება და გაეხარდება,  ისევ ისე იფიქრებს და იდარდებს, ემახსოვრება და დაავიწყდება…   არასდროს უყვარდა  13,  მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რიცხვს,  იხტიბარს მაინც არ იტეხს, ჯერა, რომ კარგი წელი იქნება, ამ იმედის ნაპერწკალს,  სადღაც გულის სიღრმეში   ინახავს და  შვილივით უფრთხილდება…

SONY DSC

ხომ არაფერი, მაგრამ მაინც მოეწონა მისი  უცნაური ახალი წელი, ჩუმი, მყუდრო, ვისკიანი და თბილი.

ხანდახან, არაფერი განსაკუთრებული ხდება ხოლმე ძალიან  განსაკუთრებული… 26390

Advertisements