12…..

344e8vb_large           სანამ, ეს ოხერი 12 საათი მოვიდა, რა ექნა არ იცოდა…..

არაფერს ელოდება,  არავის ელოდება.  ნაძვის ხეც ისე, სიმბოლურად და მოვალეობის მოხდის გამო გააწყო,  სუფრაც ასე, ნაძალადევად გაშალა, მაგრამ მაინც არაფერი და ვერაფერი ხეირი მისთვის, არც განწყობა აქვს, არც სიხარულის შეგრძნება, არც არსად უნდა წასვლა… თავის ნაჭუჭში ურჩევნია ყოფნა.  დღეს კიდევ უფრო ჩარაზა კარები, ყველა ჭუჭრუტანაც კი, საგულდაგულოდ ამოქოლა .  გამოეთიშა ყველას და ყველაფერს.  დარჩნენ მარტო, ის და მისი სამყარო…. თბილი ხალათი მოიცვა, თმები უხეშად დაიკოსა და დაელოდა,  რას?  ალბათ ამ ოხერ  12-ს,  მერე რაღაც გაახსენდა, ბარი გამოაღო და კუთხეში მიჩქმალული ვისკი გადმოიღო…. ეს, ის ვისკია  განსაკუთრებული შემთხვევისთვის, რომ ინახავს, მაგრამ  არადა არ დადგა ეს განსაკუთრებული შემთხვევა, ჰოდა გადმოიღო, ჭიქა ნახევრად შეივსო და ფანჯარასთნ დადგა, ცარიელი და მდუმარე, რამდენიმე წამიც და ატყდა ბათქა-ბუთქი, ჟრიამული უსაშველო… საზეიმოდ შეიმოსა გარემო, თუმცა ყალბი იყო ეს ზეიმი…. მოსვა ერთი ყლუპი ვისკი, მწარე და არომატული გემო ძალიან ეამა, მერე მეორეც მიაყოლა,  ჩაფიქრდა და თავისთავად შემოენატრა,  არ უნდოდა, მაგრამ უნებურად შემოენატრა, კეთილი სურვილების ახდენა ინატრა. დამთავრდა 12 და 2012-იც, გადაავლო წინა წელს თვალი,თურმე რამდენი რამ მომხდარა , ერთი წელი ეძახე შენ და… ბევრი ცუდიც იყო და ბევრი კარგიც,  ახლა უკვე 13-ია.   ის, ალბათ,   ისევ ჩვეულებრივად ივლის  ამ პლანეტის ერთ პაწაწუნა მონაკვეთზე, ისევ იქნება  დედამიწის ელემენტარული ნაწილაკი , ისევ ისე ეტკინება და გაეხარდება,  ისევ ისე იფიქრებს და იდარდებს, ემახსოვრება და დაავიწყდება…   არასდროს უყვარდა  13,  მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რიცხვს,  იხტიბარს მაინც არ იტეხს, ჯერა, რომ კარგი წელი იქნება, ამ იმედის ნაპერწკალს,  სადღაც გულის სიღრმეში   ინახავს და  შვილივით უფრთხილდება…

SONY DSC

ხომ არაფერი, მაგრამ მაინც მოეწონა მისი  უცნაური ახალი წელი, ჩუმი, მყუდრო, ვისკიანი და თბილი.

ხანდახან, არაფერი განსაკუთრებული ხდება ხოლმე ძალიან  განსაკუთრებული… 26390

Advertisements

4 thoughts on “12…..

  1. ნაცნობი განწყობაა. თუმცა მგონია, რომ 13 არაფერ შუაშია მანდ :). დავიტოვოთ იმედი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება, ვიდრე იყო, წესი ხომაა ასეთი :). გილოცავ :*

    • აუცილებლად ვიტოვებ მაგ იმედს… მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი 🙂 13 მართლაც არაფერ შუაშია, რაღაცას რომ აიკვიატებს ადამიანი, ეგ არის და ეგ ;))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s