This is real…….

sad_manვეღარ გაუძლო, გულმა ვეღარ გაუძლო, სხეულიც აღარ ემორჩილება,  ნერვები უკმეხად ღალატობს….

გრძნობს, რომ რაღაც ტკივა შიგნიდან და მერე,  ეს ტკივილი სითხედ გადაიქცევა ხოლმე თვალებზე.   ეს,  სულ სხვანაირი ტკივილია.  ხანდახან ყრუდ, ხანდახან ძლიერ,  სადღაც შიგნიდან სული ტკივა ალბათ…

დიდი ხანია დამძიმდა, თითქოს  დაბერდა, მოილია თავისი წილი  დრო … ასწრაფებულმა ცხოვრების წლებმა შეაწუხა, უდროობამაც შეაწუხა…  ვეღარ უძლებს და სული  გაფრენას ლამობს –  თავისუფალი,  სივრცეში გადაიქროლებს,   ყველაფრის მიღმა იქნება და შემსუბუქდება…

sad  ძალიან და მონდომებით ცდილობს, ბევრს ცდილობს  გაიგოს, შეისისლხორცოს და შეიგნოს რეალობა,  მაგრამ უჭირს, უკვე  ძალიან უჭირს… უწინდელივით აღარაფერი უხარია…  ცხოვრების თავიდან დაწყება უნდა, ცარიელი ფურცელი და კალამი უნდა, რომ თავიდან დაიწყოს წერა – ცხოვრების და ბედის წერა…   რამდენი წამი დაკარგა, რამდენი გრძნობა გაფანტა,  რამდენმა ცრემლმა დაუბინდა, ისედაც დაბინდული თვალები…  ახლა სულ დაბრმავდა,  თუმცა ბრმაც ნათლად შეიგრძნობს გარემოს და აქედან იწყება ტკივილი და უსაშველობა.   ოცნებად ექცა უგრძნობლობა,  ხანდახან ჰგონია, რომ უნამუსო, უსინდისო, უპასუხისმგებლო უფრო ბედნიერი იქნებოდა…

საკუთარ თავს შორიდან შეხედა და გულწრფელად შეეცოდა იგი,  თანაგრძნობაც sad pics (1)ვერაფრით გამოხატა, ვერც გაამხნევა, ვერც გააძლიერა.  უბრალოდ დანებდა, ვეღარ გაუძლო…

დადის ქუჩაში გოგო, არეული ფიქრებით და ტკივა,  შიგნიდან ტკივა…ხანდახან ყრუდ, ხანდახან ძლიერ.

ალბათ სული ტკივა…

Advertisements

4 thoughts on “This is real…….

  1. ძალიან მძიმეა. ახლა ვკითხულობდი და მეგონა ჩემზე წერდი… ალბათ, ყველას აქვს ხოლმე მსგავსი წუთები, თუმცა ყველა ასე ღრმად ვერ გადმოსცემს… ყოჩაღ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s