უშინაარსოდ

blues   დილიდან ღამემდე, აისიდან დაისამდე, უშნოდ ამოიჩემა აზრები, ფიქრები, ადამიანები…  საკუთარი თავის ტანჯვით ტკბება და  ეს მაზოხიზმი უკვე ჩვევად გადაექცა – მავნე ჩვევად .

გულის ფეთქვა მოენატრა,  უცაბედი ტახიკარდია, აჩქარებული მაჯისცემა და  სადღაც, შიგნით ჟრუანტელად გადავლილი სიხარულის შეგრძნებები,  გრძნობები– დამფრთხალი ჭიანჭველებივით მოდებული მთელ სხეულზე. მოლოდინი,   რაღაცის, ვიღაცის, თვალებიც მოენატრა, განსაკუთრუბული,  მდუმარე და  ყველაფრისმთქმელი…

ხანდახან ბედისწერის ჯერა, ხშირად  არც   – არაფრის. უშნოდ ამოიჩემა  ადამიანები, მათი თვალებიც,  არადა  იცის, რომ უბრალოდ ამოიჩემა, სასაცილოდ ამოიჩემა და საკუთარი თავის ტანჯვით დამტკბარი, ვეღარც ანებებს თავს,  ნიკოტინივით  ჩუმად შემოეპარა,  ღამეულ სიზმრებშიც გადაიარა,  მაგრამ გული მაინც არ ფეთქავს,  არც ტახიკარდია, არც თვალები –   ადრინდელი,  არც შეგრძნებები და საერთოდ არაფერია ადრინდელი, იმნაირი, სხვანაირი …

heart_rate_monitorამოჩემებულმა ადამიანებმა, გაურკვეველმა აზრებმა უზომოდ დაქანცეს.    მავნე ჩვევაც  გაფერმკრთალდა,  უგემური  და ერთფეროვანი გახდა, ხოდა  მიანება თავი,  ალბათ სამუდამოდ.

მარტივით არეული მალე დამშვიდდება,  ძველ და მშვიდ კალაპოტს დაუბრუნდება, ისევ  დაელოდება არაფერს…ისევ  გულუბრყვილოდ დაიჯერებს რაღაცებს და მერე უიღბლობას დააბრალებს ყველაფერს….

დილიდან ღამემდე , აისიდან  დაისამდე ივლის და იფიქრებს.

იფიქრებს  უშინაარსოდ.Screen-shot-2012-11-22-at-7.59.08-PM

Advertisements

4 thoughts on “უშინაარსოდ

  1. აჩემებები ძალიან ნაცნობი რამეა ჩემთვის, ვიჩემებ და მერე მბეზრდება… დავწერ ალბათ ამაზე, დღეს ვფიქრობდი სწორედ 🙂

  2. კარგი გოგო ხარ კატერინა 🙂 ძალიან მომეწონა შენი პასუხი. მადლობა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s