წამიერი ეიფორია

ერთ ოთახში გამოკეტილი, კომპიუტერს მიშტერებული, უამრავი სულელური საქმით დატვირთული, აი,  ასე  ატარებს ზაფხულის  ამ მშვენიერ დღეებს, ტვინის  ყველა კუნჭული დახშული აქვს, სასიამოვნო შეგრძნებებისგან სრულიად  გათავისუფლდა, წესიერად  ვეღარც აზროვნებს,  მექანიკურად მოსამართი თოჯინა გახდა.  sunnyამას წინათ,  ორი დღით ესტუმრა ზღვისპირეთს   და  სიხარულისგან,  პატარა ბავშვივით,  სხეულის ყველა უჯრედი აუთრთოლდა,  თითქოს ფრთები შეისხა და უკიდეგანო ზღვას  ზევიდან გადაუფრნა,  მცხუნვარე მზის სხივები სულამდე ჩაწვდა,  გათბა მთლიანად და  სულით-ხორცამდე,    ცხელი  სანაპიროს ქვები ტერფებს უწვავდა, იმდენად აღფრთოვანდა, უნდოდა ეს წამები მარადიულად გაგრძელებულიყო. სავსებით  შეიგრძნო მზეც და  ზღვაც.  გონებაში აზრებმა ტრიალი დაიწყეს,   – ქაოსური ნაწილაკებივით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს.  წინადადებები ფორმულებივით  ლაგდებოდნენ და ირეოდნენენ,  რაღაც კონდიციამდე მიდიოდნენ, მერე ისევ იშლებოდნენ,  ეს იყო  ტრანსი – სიამოვნების ტრანსი.  ფიქრებში სხვადასხვა ადამიანები,   იდუმალი მისწრაფებები და  ჩუმი  ვნებები გაერია, იგრძნო – როგორ მიუახლოვდა  ცას, – მზის სხივს გაჰყვა იქამდე, ყველაფერს გაექცა ,  პირველ რიგში საკუთარ თავს,  მისის დოლოვეი აეკვიატა, უცნაური კლარისა, ღიმილიანი ნიღაბი მობეზრდა , ერთ დღესაც ჩამოიგლეჯს ამ ნიღბს, ივლის მერე უნიღბოდ, უჟმური.

sea

ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც,  წითელი და თეთრი გზის  გავლით ლამის ქალაქის ბოლოს მიაკითხა,  გრძელი, თითქმის უსასრულო წითელი ბილიკი, თეთრი ზოლებით, –  მისი ერთადერთი მეგობარი გახდა,   გრილი ჰაერი სახეზე ეხეთქებოდა, პედლები განუწყვენტლივ მოძრაობდნენ, ისიც აუღელვებლად უჩქარებდა და უჩქარებდა, სულ ცოტაც და ალბათ, მართლა  გაფრინდებოდა.   უსაზღვრო  ბედნიერებას განიცდიდა, ეიფორიის შეგრძნებები მატულობდნენ.  beautiful-roads-at-night წითელი, წითელი, მერე  თეთრი, მერე ისევ წითელი, ერთი, ორი, სამი… ზღვა, ცა, სახლი, ქალაქი…. გარემოს შეავლო თვალი,  უცნაური სიჩუმე,  სრულიად უკაცრიელი ბულვარი,  მხოლოდ წითელი, თეთრი და თვითონ, უსასრულობის განცდა დაეუფლა. იმ  წუთას ყველაფერი  დაივიწყა.  დაივიწყა სიძნელეები, განცდები,  ბედნიერების განუწყვეტელმა ნაკადმა გონების ყველა კუნჭულში შეაღწია. იყვნენ  მხოლოდ ის და გზა, გრძელი, წითელი გზა თეთრი ზოლებით, რატომღაც ბოლომდე მიენდო ამ გზას,  ბოლომდე მიჰყვა, სადაც არ უნდა წაეყვანა.  დრო არ ილეოდა,  საათები  მასავით  განუწყვეტლივ მიიწევდნენ წინ და ნაფლეთებად გლეჯდნენ მოგონებებს.  ერთი წამით მაინც გაჩერდეს, შენელდეს ეს ოხერი დრო…… მაგრამ რას,  ან ვის დაელოდოს…. პედალს ფეხი აუშვა,  წამიერად გაჩერდა გზაც, ეიფორიაც და ბედნიერებაც.

Advertisements

2 thoughts on “წამიერი ეიფორია

  1. მდგომარეობა ნაცნობია, ოღონდ პედალს ფეხს ვერ ავუშვებ. ზღვისპირეთს კი მეც მივაშურებდი რამდენიმე დღით, მაგრამ როგორც ყველაფერი ნელ-ნელა და დაუნდობლად, ისე ესეც წამერთვა. ჰოდა, ვადგამ ფეხს პედალს, სხვა რა გზაა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s