Archive | სექტემბერი 2013

არეული შემოდგომა

DSC00313   ახლა ზუსტად ის დროა შეჩერდეს, სადღაც მიექანება, უცნაურმა ექსპერიმენტებმა სულ აუბურდა ცხოვრება, გრძნობები ერთმანეთში აირია, უცნაურმა მისწრაფებებმა, სასიამოვნო მოლოდინებმა, აფორიაქებულმა სხეულმა და აჩქარებულმა მაჯისცემამ, თითქოს არ გაამართლა, სულ დაკარგა სიმშვიდე,…..

მაგრამ ცხოვრებაში პირველად მოსწონს ასეთი ყოფა, მოსწონს ეს არეული შემოდგომა.

PAris-1არეული, დარეული, არამშვიდი  და საინტერესო, აი, ასეთია დღეს. დილით გაეღვიძა თუ არა, ფრანგული მელოდიები წაეღიღინა. ასე , ღიღინ-ღიღინით დაიწყო დღე, უამრავმა დამღლელმა საქმემაც ვერ გაუფუჭა დილის სასიამოვნო შეგრძნებები, მერე ფრენკიც მოვიდა, მიხვდა, რომ სისულეებზე ფიქრში დახარჯა უამრავი დრო, ხო, უამრავი სისულელით გამიოჭედა ტვინი და ასე იცხოვრა ამდენი წელი, სინამდვილეში,  არაფერზე ფიქრი არაა საჭირო.   თურმე, მხოლოდ  შინაგანი თავისუფლება სჭირდებოდა ცოტაოდენი ბედნიერებისთვის. შეიძლება, ამას  გვიან მიხვდა, ან სულაც, ახლაა ამისთვის იდეალური დრო… მთვარია, რომ მიხვდა,  ხოდა, უკვე აღარც  არის  აქ,  უფრო პარიზშია,  ტკბება თავისუფლებით, უკვე დიდი გოგოა და,  თან თვისუფალი დიდი გოგო,  აქამდე უზარმაზარ ოთკუთხა კედლებს შორის იყო გამოკეტილი, ახლა ზუსტად  იცის, რომ იქაც მალე წავა, აუცილებლად  წავა და თუნდაც, მარტო იხეტიალებს მოკირწყლულ ქუჩებში, იბოდიალებს უაზროდ და ბედნიერი იქნება ცხოვრების სიმარტივით, იმით გაიხარებს, რომ არსებობს, რომ ჯერ ახალგაზრდაა – ჯერ ყველაფერი წინ აქვს, იხეტიალებს სრულიად თავისუფალი და ბედნიერი.

არეულ-დარეულს, აფორიაქებულს, მაგრამ თვისუფალს,  გარშემო ყველა უყვარს,  ყველას ენდობა, ყველას დანახვა უხარია, , მერე რა რომ განსაკუთრებული, არც  არაფერი ხდება, უბრალოდ, იმას აკეთებს, რაც უნდა, როგორც უნდა, სადაც უნდა……be-feeling-free-freedom-Favim.com-858840

ღიღინ-ღიღინით შემოელევა ეს შემოდგომაც და მერე რა იქნება?  ალბათ, იქნება  ახალი თვგადასავალი, ისეთი, ცივ ზამთარს რომ მოუხდება…..

Advertisements

Revolutionary road

და დაადგა ცვლილებების გზას…images (1)

რთული და მძიმე ყოფილა ეს გზა,   თხელი ბროლის ნამსხვრევებად გადაექცა ოცნებები,   სიცოცხლის და სიკვდილის ჭიდილს თვალნათლივ შეხედა, ახლა უფრო უაზროდ მოეჩვენა ცხოვრება, ასეთი დასასრულით, რა შემზარავი აღმოჩნდა საყვარელი ხელების უსიცოცხლობის შეგრძნება, იმ მზრუნველი  ხელების, ოდესღაც სიყვარულით რომ გითბობდნენ სულს, თურმე ეს ჭიდილია ყველაფერი. ახლა მარტო მონატრება დარჩა, ისეთი მონატრება, შიგნიდან რომ გტკივა – სულ გტკივა და გეტკინება.

თვალსაწიერს მიღმა გაირბინა ყველა კადრმა – ყველა მშვენიერმა მომენტმა, სულ რამდენიმე წამი ყოფილა ცხოვრება, თითზე ჩამოსათვლელი წამი და მერე არაფერი, მერე სევდიანი სახეები,  უაზრო წეს-ჩვეულებები,  მარტოდ დარჩენილი საკუთარი თავი… მერე შეჩვევა,  ცხოველური ადამიანობა,  ყველაფრის ღრმად გაცნობიერება, თითქოს, ხომ  არაფერია, თითქოს, ხომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, სოცოცხლესაც აქვს ბოლო, მაგრამ სინამდვილეში ყველაფრი უდროოა, ასაკიც უდროოა, იმიტომ რომ გრძნობები და შეგრძნებებია უსაზღვრო, სიყვარულია არანორმალურად დიდი, გაუსაძლისია ამ ყველაფრის გაცნობიერება და მერე,  უკან დაბრუნება, ისევ იქ ყოფნა, სადაც ხარ, ისევ იმის კეთება, რაც გევალება, იმის გაგება,  რისი გაგებაც საერთოდ არ გინდა…  შეგუებული რეალობა,  შეთვისებული დღევანდელობა,  არაედაკვატური ქმედებები, მოუთოკავი ემოციები, მტკივნეული მონატრება და ყველა, ის თბილი მოგონება, რომელიც გულშია,  მხოლოდ ესღა დარჩა.

conquer-the-day ცვლილებების გზას ადგას და წინ მიემართება, სადღაც სინათლესაც ხედავს…..