Archive | ნოემბერი 2013

Don’t hurt me

Highway-Near-the-Sea-at-Night-Wallpaperრაც უფრო გადის დრო, მით უფრო ემარტივება წასვლა   ქვეყნის დასალიერში და კიდევ უფრო იქით…

მოარული შუქ-ჩრდილები  ახლოს დაბორიალობენ, დადიან და აფორიაქებენ, სულში უძვრებიან, იქექებიან და იქექებიან, მოსვენებას უკარგავენ. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ემარტივება წასვლა – ქვეყნის დასალიერში და კიდევ უფრო იქით….  აღარ აშინებს წყვდიადი, პირიქით მასში პოულობს სულის სინათლეს , შეუყვარდა დუმილი და საუბარი თვალებით,  ეგემრიელება მარტოობა –  მაგრამ დროებით,  რას შეცვლის?  მაინც მარადიულად დროებითია ყველაფერი  ამ პლანეტაზე.

firefly_night_by_zefiraelrain გადაეშვა  ეჭვების ოკეანეში და ჩაიმალა, აღარც ცდილობს გამოსვლას, გამოაშკარავებას. განიცდის და  სწყინს მარტივად, ეშინია ადამიანების, მაგრამ, უფრო მეტად ეშინია მათი დაკარგვის,  უცნაური და ეჭვიანი ფიქრები  დასჩემდა. ვერც უსიტყვოდ უგებენ და ვერც სიტყვების სიმრავლით. გრძნობს, რომ ძაფი გაწყდა, ან თვითონ გაუშვა ხელი  ამ ძაფის ბოლოს და დარჩა მარტო –  უფიქრალი,  უსულოდ და უგულოდ.

უღრმავდება აზრებს და ტკივა, ესეც  მისი სამყარო… დამღლელი და უძილო.

Forests_wallpapers_195მოარული ჩრდილები კი, კვლავ დაბორიალებენ, შოპენივით აფორიაქებენ, მელანქოლიის მთის წვერს ისევ მიუახლოვდა, ისე, რომ  მისიანი  არავინ ეგულება დედამიწის ზურგზე……. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ემარტივება წასვლა.  ქვეყნის დასალიერში და კიდევ უფრო იქით…

    სულ სჯეროდა, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა… თუმცა ეწყინა, ბევრი რამე ეწყინა………description-of-autumn