სრულიად არასაახალწლო

images (2)„ხელახლა პირველყოფილი ადამიანი გახდა, ზღვის პირას მდგარი,

რაღაც ამოდიოდა წყლის სიღრმიდან თეთრი და სხვინათელი…”  

                                                                                                     ერიხ მარია რემარკი

      ინტუიციამ ამჯერადაც არ მოატყუა, ეს ოხერი ინტუაცია აშინებს, აოგნებს, გულს უკლავს და აძლიერებს, იცი როგორ გაძლიერდა? აი ახლა, ამ წუთას, ამ წამს ,  უზომოდ გაძლიერდა, იგრძნო,  რომ საკუთარი თავი ძალიან ეძვირფასება,  იგრძნო, რომ ყველაზე მეტად, სწორედ საკუთარი თვი უნდა დაეფასებინა , ღმერთო,  როგორ ვერ ხვდებოდა ამას…. თუმცა გვიანი ხომ არაფერია ჩვენთან…..

life_beautiful (8)დღეს ახალი წლის პირველი დღეა და ბედნიერია რომ 2013 წელი გავიდა,  რამდენი იარა დაუტოვა ამ წელმა…. მაინც თვისი ქნა ამ ოხერმა 13-მა,  ზოგი იარა სამუდამოდ  დარჩება გულში…  ვერასდროს დაივიწყებს ერთ საყვარელ ადამიანს, რომელიც უკვე აღარ არის აქ, თუმცა ტკბილი მოგონებებით იცოცხლებს და ცხოვრების კანონზომიერ მომენტს შეეგუება…. კიდევ მოუწევს ალბათ ბევრი რამის შეგუება და ემზადება ამისთვის…. ნახავს, დაელოდება, რაღაც ხომ აუცილებლად მოხდება, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც იამაყებს იმით, რომ ღირსეული იყო,  იამაყებს იმით, რომ არაფერი  შეშლია, იამაყებს, რომ  ყოველთვის  გულწრფელი და უბრალო იყო….. იმითაც იამაყებს, რომ იმაზე მეტი სიყვარული გასცა, ვიდრე საჭირო იყო….  ეს ტკივილია,   შეიძლება შორს შეტოპა და ვეღარ ბრუნდება უკან, მაგრამ ის, ხომ სულ იბრძვის და გამოვა, აუცილებლად დაბრუნდება…..ეს ტკივილია, ეს იმედია….. ეს მისი გზაა წინგასავლელი, ჰოდა გაივლის, არაფრის ეშინია, არაფერი ეღობება….  ძლიერია და იმედიანი, ეტკინება, თუმცა  გადაიტანს…

images (1)ამ 13-საც  ბევრჯერ გაიხსენებს, იმ გასაოცარ მომენტებსაც გაიხსენებს, რომელიც არასდროს გაფერმკრთალდება, თუმცა არასოდეს თქვა არასოდეს….  არ არსებობს სრულყოფილება, თავად სრულყოფილებაც არ არის სრულყოფილი…  ძნელად გასაგებია მაგრამ შეგუებადი……

 „ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა, შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს მიეჩვიოს.“

 ერიხ მარია რემარკი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s