Archive | მარტი 2014

რამე

:)   დრო ისე გადის, არაფერი არ რჩება, დრო ისე უმოწყალოდ გვტოვებს, ისე ცივად გვშორდება – არასოდეს ზრუნავს,  არასდროს გვეფერება, მხოლოდ ნაგლეჯ-ნაგლეჯ წამებს გვიტოვებს გასახსნებელად.  სადღაც, ერთ წერტილში, ეს წამებიც ფერმკრთალდება, ქრება, უჩინარდება, მოიხედები და არც არაფერი, არც სიყვარული, არც ვნება, არც ტკივილი, ეს ოხერი ტკივილიც კი….. ხანდახან ზიზღი თუ დარჩება,  ან სასიამოვნო ღიმილი ტუჩის კუთხეში.

დღითი დღე  რწმუნდება, რომ არსობრივად არაფერია და არც არასდროს ყოფილა რამე, უბრალოდ რამეა და ეს ასეა საჭირო. სჯერა  ბედნიერების და უსაზღვრო სიყვარულის, რატომაც არა.  სჯერა და უხარია ამ ფაქტის აღიარების.

რამეა სიყვარულიც და რამეა ბედნიერებაც.   წამზომი ჩართულია….

:))ჰოდა, ასე უცებ დაიწყო, ისე უცებ დამთავრდა, არც ღირს გასახსენებლად, მაგრმ რატომღაც უღირს.  წინადადებები თვისთვად მიდი-მოდიან თავში, ისევ აქ შემოაბოტა , აქ, მივიწყებულ ადგილას თითებმა თვისთვად დაიწყეს ბეჭდვა,  მხოლოდ  უკმაყოფილების, რაღაცის ვერმოსწრების შეგრძნება დარჩა… ეს  ძალიან ცუდია… გრძნობს, რომ მეტი უნდოდა, უფრო მეტი შეეძლო….

მუსიკა, ლირიკა, გავლენა, გაფიქრება, დამთხვევა…მობეზრდა ეს არეულობაა, ეს უაზრო  ქაოსი… ისევ დადგა დრო  ლაგების  –  მშვიდი მარტოობის….

დროის უზომო  მფლანგველი,  ცოტა ხნით  ჩერთო და მალევე   გამოერთო   სიცოცხლის მშვენიერ თამაშს, ალბათ ესეც  დროებით…..