Archive | მაისი 2014

cards

imagesძვირფასო მეგობარო!

დღესაც შემომიტია უძილობამ, მარტოობამ… გადავწყვიტე ეს წერილი მოგწერო. გარეთ ჩუმად წვიმს და ჩემნაირად მოღუშულა საღამო,  მეფიქრება, რაზე?  არაფერზე, ვერაფერზე, ჩემ  გამორეცხილ ტვინს მხოლოდ მელანქოლიური ფიქრები დასჩემდა, ჰოდა სწორედ  ამ ფონზე ვარ სიყვარულის ახსნის ხასიათზე, მაგონდება, თუ რაოდენ დიდი გრძნობა მაკავშირებს მე შენთან ჩემო ძვირფასო მეგობარო,  ამის გახსენებაზე  სულში ისეთი სითბო ჩამეღვენთა, არადამიანურად თბილი და სასიამოვნო,  ვიცი, რომ შენც ისევე  ხარ , როგორც მე , ან გძინავს, მაგრამ მაინც ჩემნაირად ხარ….

უცნაური შეგრძნება მაქვს დღეს, მინდა ვწერო და ვწერო წერილები,  გამოვხატო გრძნობები – მთლიანად და სრულად, მაგრამ მიჭირს არ ძალმიძს, არადა თითქოს ისეთ შემართებას განვიცდი, მაინც რა უსუსური არსება ვარ….

მაგრამ რაღაც მაინც მაძლიერებს  და ისეთ დევგმირს მხდის სიზმარშიც ვერ წარმოიდგენ, თუნდაც შენი არსებობა ჩემ  გულში, ვაღიარებ ჩემს სასტიკად ეჭვიან ბუნებას, აჰა, ახლა ვაღიარებ, ადრე ვმალავდი უნებურად…თუმცა ამასაც ვერ გამოვხატავ. საერთოდ, რამეს თუ გამოვხატავ ნეტავ?! მაგრამ, იცი რა ?  ეტყობა არ არის საჭირო ხშირი გამომხატველობა, შესაძლოა აზრი დაეკარგოს, გაფერმკრთალდეს,  ალბათ შიგნით უნდა იყოს ეს გრძნობა, ავ თვალს და ბოროტ განძრახვას მოკლებული, ხოდა ისიც სულ ჩემთან არის და მარად ჩემთნ დარჩება… ახლა წითელი ღვინით გათამამებული ვბოდიალობ რაღაცებს, მაგრამ ეს რაღაცებია ყველაფერი, ეს რაღაცები აძლევს ცხოვრებას აზრს. ჰოდა მე ერთი ჩვეულებრივი გოგო, გწერ შენ, ჩემთვის არაჩვეულებრივ გოგოს, რომ ყველაფერი თუმცა წარმავალია, მაგრამ ჩვენ ჩვენს პაწაწუნა ცხოვრებაში შევქმენით რაღაც, რაღაც დიდებული და ეს ყოველივე თავად ჩვენ ვართ, ე.ი. ღირს სიცოცხლე, თურმე დიდ რამეს ღირს…. (ამ პრუტუნის მერე გაიღიმებ და ეს ღიმილის ფასეულია)

მიყვარხარ სულ

შენი  N

 

Good-night-sweet-dream-hd-wallpaperმაშინ,  როდესაც შენ ნაწერს, ასეთი მცირედი, მაგრამ  ძალიან დიდი და ღრმა აზრით დატვირთული ნოველის სახით ვკითხულობ… ამბიცია მაწუხებს, რომ  მხოლოდ მე მესმის ზუსტად ისე, როგორც თვად ავტორს, მაშინ, როცა დოსტოევსკის , მოპასანის შედევრების  კითხვისას, არც კი ვიცი ზუსტად გავიგე ის, რაც მწერალმა იგულისხმა…. ამ დროს უტიფარი, თავხედური , ამბიციური ბედნიერებით გამსჭვალული მზერით ვუყურებ მსოფლიოს… რა თქმა უნდა მეღვიძა და ტელევიზორსშევცქეროდი უაზროდ.. არც კი ვიცი რა ვთქვა, გარდა იმისა, რომ შენი ყოველი წერილი დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მეორე სუნთქვა მეხსნება…..

დაფასებული სიყვარულით…. მარად შენი T

 

 

Advertisements

…….

dream-quotes      ოცნებიდან    ოცნებამდე თითო ნაბიჯია,   დროში  გაწელილი   ერთი პატარა  ნაბიჯი,  სიხარულიდან – სიყვარულამდეც ამდენივე, სიყვარულიდან –  სიძულვილამდე  კიდევ უფრო ცოტა….

როგორც იქნა მიხვდა, რომ რაღაცისთვის უცხოვრია, მიხვდა, რომ რაღაცის შექმნა შეუძლია და  მარტო არ არის ამ დაწყევლილ ქვეყანაზე,  მიხვდა,  რომ არაფერი არაა იმაზე კარგი ,  რაც ახლა  აქვს, მიხვდა,  რომ ბედნიერება იქაა, სადაცაა,  ისაა, რაცა აქვს და ისაა, ვინცაა,  არის და იქნება  ასე ,  ჩუმად  აღელვებული,   ფიქრებში ჩაფლული  –  ხშირად უფიქრალი და  ცხოვრებით დაღლილი,  მაგრამ  მერე რა,  ხანდახან დარდობს, ხშირად, სულაც  არ დარდობს ,  დადის დედამიწაზე,   ან,  არც დადის და  დაძრწის  შემკრთალი images (4)მოჩვენებასავით არეული.  ეზიზღება მის გარეთ დარჩენილი სივრცე , ხშირად  ხვაგან არის   – უხეირო  ასტრალში  და  უბრალოდ,  არც კი  ეყურადება  აქაური ქვეყნიერების   ბგერები,  მაგრამ ის მომენტი რად ღირს, როცა ყველაფერი ვარდისფერია, ის წამი რად ღირს , როცა მთლიანად სავსე და ბედნიერია,  ღირს, ალბათ მთელ ცხოვრებად ….ასეთი წამის სიხშირე გააფერმკრთლებდა ცხოვრების აზრს, კი, ნამდვილად ასეა…..

დახუჭული თვალები და მოშლილი საზღვრები…just_a_dream____by_enricoagostoni (1)

მიეჩვია…

როგორმე უნდა გადაეჩვიოს…