Archive | ივნისი 2014

სადაც, არც არაფერია

post-25-1186943903აჰა, დადგა ის დრო, როცა მართლა დიდიაა, გადახედა აწმყოს და გაეხარდა, რომ რაღაც შედგა, სანანებელიც არაფერია, არც დიდობა ყოფილა ცუდი, სულ ებღაუჭებოდა დროს, ყველა წუთს და წამს, როგორ ენანებოდა, როგორ ედარდებოდა, მაგრამ კანონზომიერ ცვლილებებს რას შეცვლიდა,  ვერაფერს დააბრუნებდა, ვერავის მოაბრუნებდა, ვერავის ჩაანაცვლებდა…. ჰოდა, აი დადგა ის დრო, როცა აღარ ენანება, აღარ ედარდება… ეფიქრება მხოლოდ მომავალზე,  27 ის რიცხვია, რომელიც ისე მოუახლოვდა, ვერც კი გაიგო, ვერც მიხვდა და ვერც გააცნობიერა, დროის უზომოდ მფლანგველიც მოვიდა აზრზე და უხარია, რომ ეს გაფლანგული დროა ყველაფერი, ეს, ის ბილიკია, რომელიც გაიარა, ბევრი იარა, თუ ცოტა, მივიდა ადგილამდე, სადაც, არც არაფერია…. მხოლოდ მოსაცდელი დარბაზი, ქაოსული ნიშნებით.

images (5)უსწრაფესად განვლო წლებმა, წუთებმა, წამებმა….  ბედნიერია, რომ უყვარს, უხარია, გრძნობს, დადის მიწაზე და უყურებს ცას –  იმედით… ხანდახან აუცრემლიანდება ხოლმე თვალები დაკარგული ადამიანების გახსენებაზე… ესეც ხომ კანონზომიერებაა, ესეც მისი ცხოვრების შემადგენლობაა, ამ  დიდობაში  ისევ გადაწყვიტა ვარდისფერი სათვალის მოძიება, რად უნდა, მაგრამ, რატომაც არა…. მოირგო თვალებზე და დადის ასე ვარდისფრად მხიარული, მაგრამ სადღაც სიღრმეში, მიჩქმალული სევდიანი მე, სევდიანად შეჰყურებს და მისი უარყოფითი კონკლოიდენტური მოქმედება ყველაფერს ჰფენს ნათელს, ჰოდა ვაი ამ ნათელს…. ზერელეს და ბუნდოვანს…. უბრალო ღიმილი აკეთილშობილებს….ჰორიზონტს გადახედავს და გააცნობიერებს, რომ ეს, არც არაფერია…. ცდილობდა ეპოვნა, ის ვინც უკეთესს გახდიდა, გააღიმებდა, მაგრამ მხოლოდ ხორციელი ვნებები, მხოლოდ  გარედან დანახული სხეული და არაფერი მშვენიერი, შემოქმედებითი, სულიერი….  დროებითი აღფრთოვანება, დროებითი გრძნობა, დროებითი მოსაცდელი დარბაზი….. ისევ მოსაცდელი დარბაზი, ქაოსური ნიშნებით….

images (6)   წლები გადის…წლები გავა…უკეთესადაც იქნება, უფრო უკეთესადაც, ისევ მივა გაღიმებული ადგილამდე და გაოცდება, რადგან მაინც არაფერია……..

Advertisements