Archive | იანვარი 2016

უგრძნობლად, შორს

 

 

alone-boat-cold-dream-Favim.com-2439376მოხუცი და ზღვა, მაინც ისევ ზღვა, ამჯერად  ისე გრძნობს თავს, თითქოს შუა ზღვაში დარჩა უიმედოდ, მარტო, საკუთრ ნავში , რომელიც უფრო და უფრო შორდება ნაპირს და მიიწევს შორს, უგრძნობლად  შორს….

გაიშალა სივრცე მთლიანად,  დაკარგული სურვილები თვალსაწიერს გასცდა, … არ ეგონა, თუ ოდესმე, კვლავ ენდომებოდა  მოქუფრულ შემოდგომას, ზღვის პირას მარტო ხეტიალი,  არც ის ეგონა, თუ ასე დაჟინებით ინატრებდა  საკუთრი ცხოვრებიდან  გაქცევას …   არც მოიაზრებდა  ასე უსურვილოდ ყოფნას,  რას იფიქრებდა,  თუ  ოდესმე, ასე ცივად შეხედავდა გარემოს და  უგრძნობლად მოუსმენდა მუსიკას, არც ის ეგონა, თუ ისევ და  ნათლად  გააცნობიერებდა, რომ ყველაფერი აქვს და ამავე დროს არაფერი.

 

Lonely Facebook Cover Photo - FB Lonely cover sea side5326c2a9cba93ისევ აკვიატებული მოხუცი და ზღვა. სამწუხაროდ, არც იცის როდის დაიწყო  ან როდის ექნება ბოლო უჟმურ შეგრძნებებს.

ის, კი   შორიდან შეჰყურებს როგორ შეუდრეკლად  ებრძვის მოხუცი რაღაც აბსტრაქტულს. შეჰყურებს და მხოლოდ შურს.

ნავი მაინც შორსაა, უკვე ძალიან შორს….