Archive | ივლისი 2016

ჭამე, ილოცე, შეიყვარე…..

1388250866321279სულგრძელ და კეთილშობილ არსებას ელოდა, მთვრალ და განუზომლად აბსტრაქტულ სივრცეში, არადა , ბრალდებული, ბრალდებულმა, ბრალდებულს, როგორ ყელში ამოუვიდა კანონები, წესები, ვალდებულებები….

st-regis-baliდრო არ აქვს არასდროს,

დრო  უკანმოუხედავად გარბის და ცხოვრებაც თან მიჰყვება….ერთი კითხვა აწვალებს მხოლოდ , ამ სასწრაფოდ გასავლელ ქაოსში, რა არის ღირებული ….

ძლივს მოიცალა საკუთრი თავისთვის და  წავიდა,  სად თუ  არა, იქ,  სადაც ბევრი, ბევრი მზე და ლაჟვარდოვანი წყალია, მართალია, ადგილზე  მისულს, მხოლოდ  აუზი და  ვიწრო სივრცე დახვდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ესეც კმარა სრული ბედნიერებისთვის. ამჯერად,  სრულიად მარტომ გადაწყვიტა  ენდორფინების გამოყოფისთვის შეეწყო ხელი.  მზის სხივებმა, როგორც ყოველთვის გულთბილად ჩაიხუტეს. ამ  ქაოსში ღირებულ საგნებზეც დაიწყო ფიქრი. ისე, სასხვათშორისოდ  წასაკითხმა წიგნმა უჩვეულოდ  გაამართლა….ჭამე, ილოცე, შეიყვარე…. იდეალური ფორმულა, მარტივი და ყველაზე სასურველი ბედნერებისთვის.  კითხვისას იგრძნო, რომ კარგად ესმის ლიზის, ზედმეტად კარგადაც კი,  პირველი წინადადების წაკითხვისთანავე   იგრძნო, რომ ცვლილებები  უნდა, თვგადასავლებისთვის სიამოვნებით გაიღებდა ყველაფერს,  თუმცა, იმასაც მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ,  სიკეთესთან და  ღმერთთან ახლოს ყოფნა სწადია,  ოღონდ თვისებურად, აი ისე, ღამ-ღამობით თავისთვის, რომ ლოცულობს ხოლმე, ამ დროს,  ბავშვობის  წლები ახსენდება, ის წლები, როცა, ყველაზე  საყვარელი და თბილი ბებია დაძინებამდე  გულმხურვალედ, თავისთვის, შინაურულ ენაზე, თხოვდა  მაღალ ღმერთს ქვეყანაზე მშვიდობას…. და  გოგონასაც სჯეროდა, რომ ბებიას ამ ლოცვას,  ღმერთი აუცილებლად და ყოველ მიზეზგარეშე  შეისმენდა…. ახლაც სჯერა…

imagesარც გაგანია ნოემბრის ცივი ღამე იყო, არც სასოწარკვეთილების წუთებს შემოუტევია,  საკვირველია, მაგრამ კითხვბიც არ ჰქონდა   ზეცაში მყოფისთვის…

მხოლოდ ივლისის მშვიდი,  მზიანი   დღე იდგა  და გოგო  სრულიად მარტო, ტკბებოდა მზით, წყლით და მშვენიერი წიგნით.

ნამდვილად არ მოსჩვენებია  ყურში ჩურჩულით გაგებული სიტყვები

თავს გაუფრთხილდი……მე შენ მიყვარხარ…….

ესეც, ამ ქაოსში ღირებული მშვენიერება…..