Archive | ოქტომბერი 2016

missunshine…

შემოდგომა არ უყვარს, მაგრამ სად გაექცევა მოღუშულ, თვიდან ყვითელ, მერე კი  ნაცრისფერ და მოსაწყენ ქალაქს…. ბედ-იღბალს მინდობილმა სხვებზე დაიწყო ფიქრი….. ბევრი მზე, სითბო და სიკეთე უნდა გაიმეტოს სხვებისთვის….მხოლოდ ასე იგრძნობს შვებას….

img_1045უცხო მიწაზე, ერთი მშვენიერი, ნათელი დღე გათენდა,  იახტამდე თვალების ცეცებით მიაღწია, ზეთისხილის ბაღებმა მონუსხა, სიმწვანე და უცნაური სიმშვიდე სუფევდა აქაც და სულშიც… იახტაზე ასულმა, გასართობად ლურჯი, კამკამა წყლის და მასზე არეკლილი მზის სხივების თვალიერება დაიწყო. სასიამოვნო შეგრძნებებმა მოიცვა, მერე  ხალხის ცქერას  მიჰყო ხელი,   სხვადახვა ენაზე მოსაუბრე, ამდენი ნახევრად ტიტლიკანა ადამიანი ცოტა მოსაბეზრებელიც აღმოჩნდა.  რამდენიმე მგზავრის გაუთვებელმა მოუსვენრობამ და სხვადასხვა პოზაში ერთი და იმავე  სურათების გადაღებამ გააღიზიანა, გულში აბუზღუნდა კიდეც. მალე,  თვალში ერთი ოჯახი მოხვდა,  საინტერესო ოჯახი ჩანდა, მუდამ გაუღიმარი მამა, მუდამ ყურებამდე გაღიმებული დედა და მამის მსგავსი, ასევე უჟმური, მაგრამ მაინც საყვარელი ბიჭუნა. ჩვეულებრივი მოცემულობაა,  ჩვეულებრივი ოჯახისთვის, მაგრამ მაინც იყო რაღაც განსაკუთრებული, რამაც ისე მიიზიდა, სულ დაავიწყდა ცისფრად აბრდღვიალებული გარემო….14787001_1330265626991900_612451496_o-copy

ქალბატონი დედა მზისნათებასავით კეთილ აურას აფრქვევდა, სათუთად უვლიდა უჟმურ ბიჭუნას და ქმარს ,   ყველას უღიმოდა,  უცხო თვალით ისეთი ბედნიერი ჩანდა, შეშურდებოდა კაცს.  განაგრძო დაჟინებული დაკვირვება,  მიხვდა, რომ ბედნიერ დედას საკუთრი ბედნიერება აქვს საკუთარ სამყაროში, სადაც, ალბათ ის და თავისი შვილი  მშვიდად გრძნობენ თავს.

დამკვირვებელი მარტო იჯდა მზით გავარვარებულ სანაპიროზე და თვალს არ აშორებდა  ჩვეულებრივ ოჯახს, სწორედ აქ,  ამ  უკაცრიელ და პირველყოფილი სილამაზით მოცულ სანაპირზე გამჟღავნდა  სიმართლე,  მალევე აღმოაჩინა  დანახული  ბედნიერების მიღმა არსებული   ქალის უზომო  სევდა, რომელიც რაღაცნაირი მანქანებით ბედნიერებაში გადაზრდილიყო, ცოტას თუ ხელეწიფება მსგავსი …..  იმ დღის მერე, ხშირად ახსენდება ქალბატონი დედა ნათელი ღიმლით და რა გასაკვირია-  მხოლოდ სითბო ეღვენთება სულში….img_1016

თბილად ჩაიარა ზაფხულმა  ისე, რომ   უკან  არც მოუხედავს, ლამაზი ქალივით, გავის ნაზი რხევით, ამაყად  გაჰყვა მოგონებებს….

შემოდგომის  ქალაქი ისევ თავს დაეხვია…. საზარელი ამბებით და საზიზღარი განწყობით…

მხოლოდ ცაში ახედა იმედად,  დაენანნენ ცისთვისაც….  ხანდახან, რა ძნელია ადამიანობა, გარეული მხეცივით  გარემოს  შეგუება, გაცნობიერება, გადახარშვა, შესისლხორცება ყველაფერი მომხდარის –  დაუნდობელი ცხოველიც ვერ შეედრება …. წამი ყოფილა საწყისი და წამი ასრულებს სასრულეთს, ცრემლიც დაშრება  ოდესმე  და ვაი ამ ცრემლს ….. img_2527

მაინც უყურებს ცაში მყოფს, იმ იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება…

Advertisements