არქივი

Postcard

სიტყვებმა დაიწყეს ტვინში ძრომიალი, ხანდახან დღე, ხანდახან ღამე…

IMG_4071

Rose Photography Lovely Romantic Beauty Old Roses Pink Clock Pretty Vintage Letter Beautiful Feather Romance Postcards Postcard Letters Forests Wallpaper

ახლა უძილო ღამეა,  სიჩუმით და სიმყუდროვით მოცულმა გადავწყვიტე მომეწერა, ან დამეწერა რამე ისეთი, რასაც თქვენ გაიგებთ მხოლოდ.

როცა ღრმად ვუფიქრდები და ვიხსენებ, რომ არსებობს მომენტები, რომლებიც მხოლოდ სამმა იცის და ამ სამის მიზეზით, ცხოვრების ეს ამონარიდები უბრალოებიდან -აბსოლუტურ გენიალობად იქცევა ხოლმე,  ესაა ბედნიერება. კარგია რომ ვარსებობთ, კარგია  რომ ჩვენი ყოფით ერთმანეთის არსებობას არსს ვძენთ.

IMG_4068დიდი ხნის წინ , როცა ცხოვრების გასაყარზე ვიდექი ძალიან პატარა და შეუცნობელი, გადაგეყარე შენ, იმჟამად ერთნაირი მიზანი გვქონდა, მაშინვე ვიცანით უცნობებმა ერთმანეთი და გავყევით ჩვენ გზას, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, ამავე პერიოდში, ცოტა მოგვიანებით, საკმაოდ უცნაურ ვითარებაში შენ შეგხვდი… დიდის ამბით და მონდომებით ინიშნავდი ჩვენს ვინაობებს რვეულში…… რაღაცნაირად მახსოვს ეს ფრაგმენტი, უცვლელად ჩაიბეჭდა ტვინში, მაშინვე არა, მაგრამ მალევე ადვილი გახდა შენი ცნობაც. სწორედ აქედან გავსამდით და დავიწყეთ სვლა წინ, ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრმა ხალხმა გაიარა,  თუმცა ის რაღაც, რაც ჩვენ მაშინ დავიწყეთ დარჩა უცვლელად -ხელთუხლელად, ჩვენს გულებში მოძებნა ადგილი და მყარად დაიდო ბინა, ასე იქნება მარად….

კიდევ ბევრი დრო გვაქვს წინ ბედნიერი წუთების შესაგროვებლად. მერე, 100 წლის თავზე, როცა აღარ ვიქნებით, როცა სხვაგან ვიქნებით, იქაც კაპუჩინო, ლატე   და ერთმანეთი სიმყუდროვეში არ მოგვიშალოს ღმერთმა…..

სიყვარულით თქვენი NIMG_4070

Advertisements

missunshine…

შემოდგომა არ უყვარს, მაგრამ სად გაექცევა მოღუშულ, თვიდან ყვითელ, მერე კი  ნაცრისფერ და მოსაწყენ ქალაქს…. ბედ-იღბალს მინდობილმა სხვებზე დაიწყო ფიქრი….. ბევრი მზე, სითბო და სიკეთე უნდა გაიმეტოს სხვებისთვის….მხოლოდ ასე იგრძნობს შვებას….

img_1045უცხო მიწაზე, ერთი მშვენიერი, ნათელი დღე გათენდა,  იახტამდე თვალების ცეცებით მიაღწია, ზეთისხილის ბაღებმა მონუსხა, სიმწვანე და უცნაური სიმშვიდე სუფევდა აქაც და სულშიც… იახტაზე ასულმა, გასართობად ლურჯი, კამკამა წყლის და მასზე არეკლილი მზის სხივების თვალიერება დაიწყო. სასიამოვნო შეგრძნებებმა მოიცვა, მერე  ხალხის ცქერას  მიჰყო ხელი,   სხვადახვა ენაზე მოსაუბრე, ამდენი ნახევრად ტიტლიკანა ადამიანი ცოტა მოსაბეზრებელიც აღმოჩნდა.  რამდენიმე მგზავრის გაუთვებელმა მოუსვენრობამ და სხვადასხვა პოზაში ერთი და იმავე  სურათების გადაღებამ გააღიზიანა, გულში აბუზღუნდა კიდეც. მალე,  თვალში ერთი ოჯახი მოხვდა,  საინტერესო ოჯახი ჩანდა, მუდამ გაუღიმარი მამა, მუდამ ყურებამდე გაღიმებული დედა და მამის მსგავსი, ასევე უჟმური, მაგრამ მაინც საყვარელი ბიჭუნა. ჩვეულებრივი მოცემულობაა,  ჩვეულებრივი ოჯახისთვის, მაგრამ მაინც იყო რაღაც განსაკუთრებული, რამაც ისე მიიზიდა, სულ დაავიწყდა ცისფრად აბრდღვიალებული გარემო….14787001_1330265626991900_612451496_o-copy

ქალბატონი დედა მზისნათებასავით კეთილ აურას აფრქვევდა, სათუთად უვლიდა უჟმურ ბიჭუნას და ქმარს ,   ყველას უღიმოდა,  უცხო თვალით ისეთი ბედნიერი ჩანდა, შეშურდებოდა კაცს.  განაგრძო დაჟინებული დაკვირვება,  მიხვდა, რომ ბედნიერ დედას საკუთრი ბედნიერება აქვს საკუთარ სამყაროში, სადაც, ალბათ ის და თავისი შვილი  მშვიდად გრძნობენ თავს.

დამკვირვებელი მარტო იჯდა მზით გავარვარებულ სანაპიროზე და თვალს არ აშორებდა  ჩვეულებრივ ოჯახს, სწორედ აქ,  ამ  უკაცრიელ და პირველყოფილი სილამაზით მოცულ სანაპირზე გამჟღავნდა  სიმართლე,  მალევე აღმოაჩინა  დანახული  ბედნიერების მიღმა არსებული   ქალის უზომო  სევდა, რომელიც რაღაცნაირი მანქანებით ბედნიერებაში გადაზრდილიყო, ცოტას თუ ხელეწიფება მსგავსი …..  იმ დღის მერე, ხშირად ახსენდება ქალბატონი დედა ნათელი ღიმლით და რა გასაკვირია-  მხოლოდ სითბო ეღვენთება სულში….img_1016

თბილად ჩაიარა ზაფხულმა  ისე, რომ   უკან  არც მოუხედავს, ლამაზი ქალივით, გავის ნაზი რხევით, ამაყად  გაჰყვა მოგონებებს….

შემოდგომის  ქალაქი ისევ თავს დაეხვია…. საზარელი ამბებით და საზიზღარი განწყობით…

მხოლოდ ცაში ახედა იმედად,  დაენანნენ ცისთვისაც….  ხანდახან, რა ძნელია ადამიანობა, გარეული მხეცივით  გარემოს  შეგუება, გაცნობიერება, გადახარშვა, შესისლხორცება ყველაფერი მომხდარის –  დაუნდობელი ცხოველიც ვერ შეედრება …. წამი ყოფილა საწყისი და წამი ასრულებს სასრულეთს, ცრემლიც დაშრება  ოდესმე  და ვაი ამ ცრემლს ….. img_2527

მაინც უყურებს ცაში მყოფს, იმ იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება…

ჭამე, ილოცე, შეიყვარე…..

1388250866321279სულგრძელ და კეთილშობილ არსებას ელოდა, მთვრალ და განუზომლად აბსტრაქტულ სივრცეში, არადა , ბრალდებული, ბრალდებულმა, ბრალდებულს, როგორ ყელში ამოუვიდა კანონები, წესები, ვალდებულებები….

st-regis-baliდრო არ აქვს არასდროს,

დრო  უკანმოუხედავად გარბის და ცხოვრებაც თან მიჰყვება….ერთი კითხვა აწვალებს მხოლოდ , ამ სასწრაფოდ გასავლელ ქაოსში, რა არის ღირებული ….

ძლივს მოიცალა საკუთრი თავისთვის და  წავიდა,  სად თუ  არა, იქ,  სადაც ბევრი, ბევრი მზე და ლაჟვარდოვანი წყალია, მართალია, ადგილზე  მისულს, მხოლოდ  აუზი და  ვიწრო სივრცე დახვდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ესეც კმარა სრული ბედნიერებისთვის. ამჯერად,  სრულიად მარტომ გადაწყვიტა  ენდორფინების გამოყოფისთვის შეეწყო ხელი.  მზის სხივებმა, როგორც ყოველთვის გულთბილად ჩაიხუტეს. ამ  ქაოსში ღირებულ საგნებზეც დაიწყო ფიქრი. ისე, სასხვათშორისოდ  წასაკითხმა წიგნმა უჩვეულოდ  გაამართლა….ჭამე, ილოცე, შეიყვარე…. იდეალური ფორმულა, მარტივი და ყველაზე სასურველი ბედნერებისთვის.  კითხვისას იგრძნო, რომ კარგად ესმის ლიზის, ზედმეტად კარგადაც კი,  პირველი წინადადების წაკითხვისთანავე   იგრძნო, რომ ცვლილებები  უნდა, თვგადასავლებისთვის სიამოვნებით გაიღებდა ყველაფერს,  თუმცა, იმასაც მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ,  სიკეთესთან და  ღმერთთან ახლოს ყოფნა სწადია,  ოღონდ თვისებურად, აი ისე, ღამ-ღამობით თავისთვის, რომ ლოცულობს ხოლმე, ამ დროს,  ბავშვობის  წლები ახსენდება, ის წლები, როცა, ყველაზე  საყვარელი და თბილი ბებია დაძინებამდე  გულმხურვალედ, თავისთვის, შინაურულ ენაზე, თხოვდა  მაღალ ღმერთს ქვეყანაზე მშვიდობას…. და  გოგონასაც სჯეროდა, რომ ბებიას ამ ლოცვას,  ღმერთი აუცილებლად და ყოველ მიზეზგარეშე  შეისმენდა…. ახლაც სჯერა…

imagesარც გაგანია ნოემბრის ცივი ღამე იყო, არც სასოწარკვეთილების წუთებს შემოუტევია,  საკვირველია, მაგრამ კითხვბიც არ ჰქონდა   ზეცაში მყოფისთვის…

მხოლოდ ივლისის მშვიდი,  მზიანი   დღე იდგა  და გოგო  სრულიად მარტო, ტკბებოდა მზით, წყლით და მშვენიერი წიგნით.

ნამდვილად არ მოსჩვენებია  ყურში ჩურჩულით გაგებული სიტყვები

თავს გაუფრთხილდი……მე შენ მიყვარხარ…….

ესეც, ამ ქაოსში ღირებული მშვენიერება…..

 

 

 

უგრძნობლად, შორს

 

 

alone-boat-cold-dream-Favim.com-2439376მოხუცი და ზღვა, მაინც ისევ ზღვა, ამჯერად  ისე გრძნობს თავს, თითქოს შუა ზღვაში დარჩა უიმედოდ, მარტო, საკუთრ ნავში , რომელიც უფრო და უფრო შორდება ნაპირს და მიიწევს შორს, უგრძნობლად  შორს….

გაიშალა სივრცე მთლიანად,  დაკარგული სურვილები თვალსაწიერს გასცდა, … არ ეგონა, თუ ოდესმე, კვლავ ენდომებოდა  მოქუფრულ შემოდგომას, ზღვის პირას მარტო ხეტიალი,  არც ის ეგონა, თუ ასე დაჟინებით ინატრებდა  საკუთრი ცხოვრებიდან  გაქცევას …   არც მოიაზრებდა  ასე უსურვილოდ ყოფნას,  რას იფიქრებდა,  თუ  ოდესმე, ასე ცივად შეხედავდა გარემოს და  უგრძნობლად მოუსმენდა მუსიკას, არც ის ეგონა, თუ ისევ და  ნათლად  გააცნობიერებდა, რომ ყველაფერი აქვს და ამავე დროს არაფერი.

 

Lonely Facebook Cover Photo - FB Lonely cover sea side5326c2a9cba93ისევ აკვიატებული მოხუცი და ზღვა. სამწუხაროდ, არც იცის როდის დაიწყო  ან როდის ექნება ბოლო უჟმურ შეგრძნებებს.

ის, კი   შორიდან შეჰყურებს როგორ შეუდრეკლად  ებრძვის მოხუცი რაღაც აბსტრაქტულს. შეჰყურებს და მხოლოდ შურს.

ნავი მაინც შორსაა, უკვე ძალიან შორს….

 

 

 

 

სულ ერთია

867270-pc-hd-wallpapersარის ერთი სიმღერა, მოუსმენ და შიგნიდან ინთება ნათურა, არის რაღაც ადგილი, მიხვალ და ბედნიერდები, არიან ადამიანები, მათთან ხარ და დედამიწაც სულ ერთია… არის შეგრძნებები, რომელთათვისაც ღირს მთელი ეს ორომტრიალი სამყაროში… მადლობა ღმერთს არის.myknos_port

ვითომ არაფერი, მაგრამ აღარ ეუცხოვა სხვა ცა, სხვა ზღვა და სხვა გარემო… თავისუფლად, მთლიანად მოშვებული და გრემოს მინდობილი, მშვიდად გასცქეროდა მშვენიერ ხედს, მაშინვე დაატყვევა იქაურმა  სითეთრემ,  მაშინვე აენთო გონება, მაშინვე  დაიწყო ფიქრი ბედნიერებაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე…… მაშინ ჩაიკეტა თვისსავე სხეულში, თავისსავე სამყაროში… მაშინ ინატრა მარადისობა წამის…

264361-aegean-seaეწყინა,  რომ მალევე გაუფერულდა შეგრძნებები, მალევე გაჩვეულებრივდა მშვენიერება.  მალევე მიეჩვია თვალიც და სხეულიც  გარესამყაროს.

სიხარულით დაუბრუნდა საკუთარ ტყავს , საკუთარ  გარემოს.  აქ ელოდა მეტს,  თუმცა, როგორც ადრე, ახლაც   სიმშვიდე აირია ქაოსში….  ამჯერად გაქცევას არ ჩქარობს და ეს ქაოსიც სულ ერთია…

 

და არსებობა განაგრძო

scenic-sunset-yellow-colour-size-15856-28285_mediumუფრთოდ ფრენაც შესძლებია, პირდაპირ გაცურა ღრუბლებში,  გადმოხედა უსახურ, მაგრამ  საკუთარ მიწას და გასწია სხვაგან, არარეალურ სამოთხეში, სადაც,  იმდენი სითბო და იმდენი მზე  დახვდა, ერთბაშად აირია კიდეც….  ნეტარება მაშინ შეიგრძნო, როცა მწველი მზის სხივებმა მთლიან ჩაიხუტეს, მაგრამ ვერაფრით მოაბეზრეს თავი. თითქოს სხეულით შეისრუტა კვერცხის გულისფერი ენერგია, რომელსაც მზე უხვად გასცემდა,  ლილისფერმა და უცხო ზღვამ შინაურად მიიღო.

მაშინ ისწავლა ცხოვრებით ტკბობა და არაფერზე ფიქრი, არაფერზე დარდი…….

მალე ეს მოგონებაც წამებს გაჰყვა და გონებაში მიიმალა.sunset-by-tony

ახლა ისევ აქაა ამ მიწაზე  და არსებობას განაგრძობს,  გამალებით დაეძებს მძაფრ შეგრძნებებს,   ერთს დაასრულებს  და სხვას  დაიწყებს, ისევ და ისევ , დასასრული და დასაწყისი, ასე დაბორიალობს ჰორიზონტიდან ჰორიზონტზე, ისტორიიდან ისტორიაზე და  ელის იმ ადგილს, იმ ნავსაყუდელს, სადაც საბოლოოდ გაჩერდება, სადაც  სრულიად ბედნიერი, მშვიდი და კმაყოფილი, სამუდამოდ დაიდებს ბინას.

პეპლები სულში

butterfly-effectგულის სიღრმეში უიმედო რომანტიკოსი,  არფერს ითხოვს არაფერს აკვირდება, არაფერს მოელის.

უბრალოდ უსაშველოდ უნდა რაღაც, არამიწიერი შეგრძნება, უკვე არარსებული გრძნობა, რომელიც არც დედამიწაზეა, არც ცაში  და  არც სადმე სხვაგან,  გალაქტიკაშიც კი, თორემ წავიდოდა…..

უიმედოდ ელის თავდავიწყების წამებს, როცა მხოლოდ ორნი არსებობენ მთელს სამყაროში….  სრულიად ჩვეულებრივნი, მაგრამ ყველსგან გამორჩეულნი…  უიმედოდ ელოდა პეპლებს, სადღაც შიგნით, არადა არ მოფრინდნენ…ჩამიჩუმიც არ ისმოდა მათი.

imagesგაიყინა თხემით-ტერფამდე, ცისფერი ფერიასავით უგრძნობი გამომეტყველებაც დასჩემდა. ეცადა, მაგრამ არ გამოვიდა…. ეგონა, რომ შეძლებდა, მაგრამ ვერ შეძლო….

როგორ იფიქრა, რომ  უკანასკნელს უწოდებდა, ინანა, რომ გონებით, მაგრამ მაინც დაუშვა ეს, თუმცა გულით სულ პეპლები უნდოდა….  მოფარფატე პეპლები სულში, სხვადასხვა  ქიმიური ელფერით და პეწით…. მაგრამ ძნელი აღმოჩნდა ვითომ უკანასკნელისთვის…

butterfly-jigsaw-puzzle-1A ხოდა არ ღირს უპეპლოდ ველი, არ ღირს უვნებოდ გრძნობა….