მას შემდეგ

time_flies_by_janussyndicateდროულია ალბათ, სამუდამოდ ემშვიდობება წარსულში დარჩენილს, თვისდაუნებურად მოხდა ეს,  ახლაღა აღიარებს, რომ წერაც მაგიტომ დაიწყო აქ და აშკარად. როგორც იქნა აღიარებს, რომ ეს გარდატეხა იყო ,  მთლიანად გარდაიქმნა მას შემდეგ  და სწორედ, მაშინ გაჩნდა გულის სადღაც შორეულ კუნჭულში, ერთი შავი ხვრელი, რომელსაც ღრმად, ძალიან ღრმად მარხავდა, ისევე, როგორც  იმ ერთადერთ , გაბრაზებულ გულზე მასზე შექმნილ, პოსტს მალავს საგულდაგულოდ.images (3)

მას შემდეგ გაიარა წამები, ბედნიერმაც და უბედურმაც, მას შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო, დამთავრდა რაც დამთავრდა… დღეს არაფერია მასზე არც გონებაში, არც გულში, გარდა ერთ წამიანი, თვალებში სამუდამოდ  დარჩენილი კადრისა, რომელმაც დიდხანს აწამა,   მას შემდეგ ამ ერთმმა წამმა ასწავლა დავიწყება, უბრალო დინებას მიყოლა,  სიგიჟეების ჩადენა, მას შემდეგ  გახდა ის რაც გახდა….

მას შემდეგ მოვიდა დღემდე, ცივი გონებით და ფრთხილი ნაბიჯებით….ხოდა უკვე  დამთავრდა მას შემდეგ, დღეს გაქრა ის გარდამტეხი წამიც, გაჩნდა ცარიელი ფურცელი, რომელზეც რაღაც ახლის წერა დაიწყო.

iStock_000011737820Mediumმას შემდეგ არ ყოფილა ასე….

ეს იყო მაშინ…..

New year 2015 is coming on the beach   ეს იყო მაშინ, როცა სიყვარული დაიბადა, როცა წელი იყო ახალი, როცა წამებმა წამებით განვლეს, როცა  თავზე სომბრერო მოირგო და სიხარულით, სიგიჟით და მაინც სევდით განვლო ეს 12 თვე ,  მთელი 4 სეზონი….  ხომ სიგიჟეა ყოველივე ეს, კი, ნამვილად და სწორედ ასე გაიარა 14-მაც,  მშვენიერი  გაზაფხულით და ზაფხულით,  თავგასული შემოდგომით,  უაზრო ზამთრით.

კარგი წელი იყო მადლობა ღმერთს ამისთვის..

იყო ცვლილებები კარიერაში, ცვლილელები პირადში, ცვლილებები ცნობიერებაში.

......რომანტიკულმა ურთიერთობებმა ბევრი ვერაფერი, მაგრამ გამოცდილება კი შემატა.  ბევრჯერ   თვბრუ  დაეხვა, თავ-გზაც აებნა,  თუმცა, ახლა  ამ  გადმოსახედიდადან  ამ,  ზუსტად ერთნაირი და  ყალბი ხალხის  გახსენებაც გულს ურევს,  ამიტომაც,  უამრავი კეთილი სურვილით  ჯანდაბაში გაუშვა  ყველა და ზედ მიაყოლა  მათი  ფსევდო რომანტიკაც.

არეული ცნობიერი მიწყნარდა,  გონება  დაიწმინდა სრულიად… უკვე დაიუფლა ნანატრი სიმშვიდე, რომელსაც  ყველაზე მეტად აფასებს, თუმცა, ეს სხვანაირი სიმშვიდეა,  ასეთი რამ,  ჯერ არასდროს განუცდია, სიმშვიდე და იმედი ერთად… მართლაც მშვენიერია….. ჯერჯერობით  მხოლოდ ესაა –  გარეწარი ოპტიმისტისთვის.

ენატრება ზაფხული და რა თქმა უნდა ზღვა ….images (1)

images (2)   ახლა უკვე 15-ია ,  გრძნობს,   წინ დიდი ამბები ელის ,  ცოტა ეშინია კიდეც, მაგრამ დაძლევს ყველა შიშს, დაძლევს ყველა სიძნელეს –  წინ აღმართულს.  თვითონვე გაიმხნევებს თავს, ეს შველოდა ყოველთვის, ახლაც ასე იქნება,  რა თქმა უნდა,  სულ წინ ივლის და შეუვალი იქნება ყველაფრის მიმართ, ასე  მიაღწევს მიზანს  და მერე , მშვიდად და გულგრილად დატკბება თავისი  წილი  ბედნიერებით…  რომელიც თავად მოიპოვა.

ესეც სურვილი 15-ისთვის…

ბედნიერად  მომავალ პოსტამდე……

 

 

არეული აზრები

ზის  და უსმენს სიჩუმეს , არადა რა სულის შემხუთველია ეს იდუმლება, მაგრამ ამავე დროს, რა მიმზიდველი, გონებაში იმდენი რამე დაუშვა, პატარ-პატარა სიგიჟეები განახორციელა, პატარა ბავშვივით ოდნავ ღია დატოვა გონების და გულის კარები, ოდნავ,  სულ ოდნავ მიიხურა კარი, ვინმე მისნაირისთვის.

1111111111ცხელი ორთქლი და უსაშველო სიცხე ხით მოჭედილ პატარა ოთახში, თავიდან სულით გათბა,  მერე  ფიქრებმა აიხსნეს აღვირი,  მიჩქმალულმა ფანტაზიებმა  ტვინის ზედაპირზე დაიწყეს ხეტიალი…. დაიწყეს და მოიცვეს მთელი ცნობიერება,  აუხსნელმა შეგრძნებებმა აურიეს თავ-გზა…

ბრძოლის ველი ფორმალური ომით, არაფერი ახალი არაფერი ძველი, ყველაფერი აქვეა აწმყოს და მომავლის გასაყარზე…წინ მიდის და უკან რჩება, სინათლეში ბნელსაც ხედავს….. მოჩვენებები დახეტიალობენ მის წინ მის უკან, მის პირად სივრცეში….ქრებიან და ჩნდებიან, მერე ისევ ქრებიან, სამუდამოდ ქრებიან….

გადაეშვა თბილ და ცისფერ წყალში , უწონობაში ჰარმონია იგრძნო ,  თითქოს დაფრინავს სრულიად უფრთოდ, თითქოს ყოვლისშემძლეა , შენელდა კადრი,  შეჩერდა დრო,  მორჩა წამიც, ფერებმა დაიწყეს ერთმანეთში აღრევა…ათასნაირი ფერადოვნება, სიმსუბუქე სულის და ხორცის…water

ნელ-ნელა წაშალა და გადაშალა ყველაფერი ადრინდელი,  გამოანთავისუფლა ტვინი აწ უკვე უსარგებლო, დროის მფლანგველი მოგონებებისგან, აღარაფერი დარჩა მისი, საკუთრივ მას მიკუთვნებული,  არც გული არც გონება არც მოგონებები,   გაატანა თბილ და ცისფერ  წყალს…..

ამოვიდა სველი, გაწუწული და ცოტა ბედნიერი…..

ბედნიერების ძებნაში

images (8)ბედნიერების ძებნაში საშველი არაა, წვიმაა, ქარია, მზიანი დარია,  კარგადაა ცუდაა, საშველი მაინც  არაა….

ბედნიერების ძებნაში ჰქონდა ზაფხული –  ბევრი მზის სხივი და ზღვა, სრული კომპლექტი,  მაგრამ ზღვაც ისეთი ერთფეროვანი გამხდარა, ამ სიცხესა და თაკარა მზის ქვეშ,  ტალღა არ დაგოგმანობდა ნაპირას.

ზღვა დადუმდა  სამუდამოდ… იჯდა გოგო  ზღვის პირას და ელოდა ხმას, ბგერას, სიცოცხლის ნიშნებს, ზღვა კი დუმდა, გაბუტული ბავშვივით ტუჩებგამობუსხული…..

მუდამ ბედნიერების ძებნაშია, სადაც არ უნდა იყოს, თუმცა  ყველგან  არის, რაღაც თუ ვიღაც , რაც და ვინც საშველს არ აძლევს, მოჩვენებითი ბედნიერებით აღსავსე, საბოლოოდ, მაინც რჩება ჩუმად,  წლევანდელი ზღვასავით გაბუტული….  დაუსრულებლობის უსაშველობა  ტანჯავს….მერე, მოდის ეტა, პაოლო, ტომი, მძაფრდება  ფიქრი და ფანტაზია, მომავლის გათვლა, უიმედობა…..

images (9)რა ხდება მის თავს? ზუსტად იცის, რომ არ უნდოდა ეს უფანტაზიო ემოციები, მაგრამ მაინც იტანჯება უმიზეზო  შეგრძნებებით, სევდით…

ბევრია ასეთი, ბევრია ისეთიც, ფაქტია, რომ უჭირს  სიმარტივის  დამთვრება, ვიღაცის დავიწყება,  სამუდამოდ , საფუძვლიანად… სრულიად გაზვიადებული სიმარტივე სულს უღრღნის, მაინც იქ არის, სადაც არ უნდა იყოს, მაინც მას პოულობს, ვინც მის ღიმილსაც არ იმსახურებს, მაინც ფიქრობს, სულ ფიქრობს და საშველიც არ არის – არსაიდან, არავისგან, არაფრისგან ……..

უბრალოდ მისთვის უნდა ყოფნა…მხოლოდ მისთვის…

images (7)ბედნიერების ძებნაში უნიჭო სპექტაკლებში, უნიჭოდ ასრულებს როლებს, რომლებიც უბადლოდ უნიჭოდ სრუდება, ერთი და იმავე ფინალით…. მობეზრდა, მაგრამ რა ქნას საშველი არ არის,

არ არის….

 

 

სადაც, არც არაფერია

post-25-1186943903აჰა, დადგა ის დრო, როცა მართლა დიდიაა, გადახედა აწმყოს და გაეხარდა, რომ რაღაც შედგა, სანანებელიც არაფერია, არც დიდობა ყოფილა ცუდი, სულ ებღაუჭებოდა დროს, ყველა წუთს და წამს, როგორ ენანებოდა, როგორ ედარდებოდა, მაგრამ კანონზომიერ ცვლილებებს რას შეცვლიდა,  ვერაფერს დააბრუნებდა, ვერავის მოაბრუნებდა, ვერავის ჩაანაცვლებდა…. ჰოდა, აი დადგა ის დრო, როცა აღარ ენანება, აღარ ედარდება… ეფიქრება მხოლოდ მომავალზე,  27 ის რიცხვია, რომელიც ისე მოუახლოვდა, ვერც კი გაიგო, ვერც მიხვდა და ვერც გააცნობიერა, დროის უზომოდ მფლანგველიც მოვიდა აზრზე და უხარია, რომ ეს გაფლანგული დროა ყველაფერი, ეს, ის ბილიკია, რომელიც გაიარა, ბევრი იარა, თუ ცოტა, მივიდა ადგილამდე, სადაც, არც არაფერია…. მხოლოდ მოსაცდელი დარბაზი, ქაოსული ნიშნებით.

images (5)უსწრაფესად განვლო წლებმა, წუთებმა, წამებმა….  ბედნიერია, რომ უყვარს, უხარია, გრძნობს, დადის მიწაზე და უყურებს ცას –  იმედით… ხანდახან აუცრემლიანდება ხოლმე თვალები დაკარგული ადამიანების გახსენებაზე… ესეც ხომ კანონზომიერებაა, ესეც მისი ცხოვრების შემადგენლობაა, ამ  დიდობაში  ისევ გადაწყვიტა ვარდისფერი სათვალის მოძიება, რად უნდა, მაგრამ, რატომაც არა…. მოირგო თვალებზე და დადის ასე ვარდისფრად მხიარული, მაგრამ სადღაც სიღრმეში, მიჩქმალული სევდიანი მე, სევდიანად შეჰყურებს და მისი უარყოფითი კონკლოიდენტური მოქმედება ყველაფერს ჰფენს ნათელს, ჰოდა ვაი ამ ნათელს…. ზერელეს და ბუნდოვანს…. უბრალო ღიმილი აკეთილშობილებს….ჰორიზონტს გადახედავს და გააცნობიერებს, რომ ეს, არც არაფერია…. ცდილობდა ეპოვნა, ის ვინც უკეთესს გახდიდა, გააღიმებდა, მაგრამ მხოლოდ ხორციელი ვნებები, მხოლოდ  გარედან დანახული სხეული და არაფერი მშვენიერი, შემოქმედებითი, სულიერი….  დროებითი აღფრთოვანება, დროებითი გრძნობა, დროებითი მოსაცდელი დარბაზი….. ისევ მოსაცდელი დარბაზი, ქაოსური ნიშნებით….

images (6)   წლები გადის…წლები გავა…უკეთესადაც იქნება, უფრო უკეთესადაც, ისევ მივა გაღიმებული ადგილამდე და გაოცდება, რადგან მაინც არაფერია……..

cards

imagesძვირფასო მეგობარო!

დღესაც შემომიტია უძილობამ, მარტოობამ… გადავწყვიტე ეს წერილი მოგწერო. გარეთ ჩუმად წვიმს და ჩემნაირად მოღუშულა საღამო,  მეფიქრება, რაზე?  არაფერზე, ვერაფერზე, ჩემ  გამორეცხილ ტვინს მხოლოდ მელანქოლიური ფიქრები დასჩემდა, ჰოდა სწორედ  ამ ფონზე ვარ სიყვარულის ახსნის ხასიათზე, მაგონდება, თუ რაოდენ დიდი გრძნობა მაკავშირებს მე შენთან ჩემო ძვირფასო მეგობარო,  ამის გახსენებაზე  სულში ისეთი სითბო ჩამეღვენთა, არადამიანურად თბილი და სასიამოვნო,  ვიცი, რომ შენც ისევე  ხარ , როგორც მე , ან გძინავს, მაგრამ მაინც ჩემნაირად ხარ….

უცნაური შეგრძნება მაქვს დღეს, მინდა ვწერო და ვწერო წერილები,  გამოვხატო გრძნობები – მთლიანად და სრულად, მაგრამ მიჭირს არ ძალმიძს, არადა თითქოს ისეთ შემართებას განვიცდი, მაინც რა უსუსური არსება ვარ….

მაგრამ რაღაც მაინც მაძლიერებს  და ისეთ დევგმირს მხდის სიზმარშიც ვერ წარმოიდგენ, თუნდაც შენი არსებობა ჩემ  გულში, ვაღიარებ ჩემს სასტიკად ეჭვიან ბუნებას, აჰა, ახლა ვაღიარებ, ადრე ვმალავდი უნებურად…თუმცა ამასაც ვერ გამოვხატავ. საერთოდ, რამეს თუ გამოვხატავ ნეტავ?! მაგრამ, იცი რა ?  ეტყობა არ არის საჭირო ხშირი გამომხატველობა, შესაძლოა აზრი დაეკარგოს, გაფერმკრთალდეს,  ალბათ შიგნით უნდა იყოს ეს გრძნობა, ავ თვალს და ბოროტ განძრახვას მოკლებული, ხოდა ისიც სულ ჩემთან არის და მარად ჩემთნ დარჩება… ახლა წითელი ღვინით გათამამებული ვბოდიალობ რაღაცებს, მაგრამ ეს რაღაცებია ყველაფერი, ეს რაღაცები აძლევს ცხოვრებას აზრს. ჰოდა მე ერთი ჩვეულებრივი გოგო, გწერ შენ, ჩემთვის არაჩვეულებრივ გოგოს, რომ ყველაფერი თუმცა წარმავალია, მაგრამ ჩვენ ჩვენს პაწაწუნა ცხოვრებაში შევქმენით რაღაც, რაღაც დიდებული და ეს ყოველივე თავად ჩვენ ვართ, ე.ი. ღირს სიცოცხლე, თურმე დიდ რამეს ღირს…. (ამ პრუტუნის მერე გაიღიმებ და ეს ღიმილის ფასეულია)

მიყვარხარ სულ

შენი  N

 

Good-night-sweet-dream-hd-wallpaperმაშინ,  როდესაც შენ ნაწერს, ასეთი მცირედი, მაგრამ  ძალიან დიდი და ღრმა აზრით დატვირთული ნოველის სახით ვკითხულობ… ამბიცია მაწუხებს, რომ  მხოლოდ მე მესმის ზუსტად ისე, როგორც თვად ავტორს, მაშინ, როცა დოსტოევსკის , მოპასანის შედევრების  კითხვისას, არც კი ვიცი ზუსტად გავიგე ის, რაც მწერალმა იგულისხმა…. ამ დროს უტიფარი, თავხედური , ამბიციური ბედნიერებით გამსჭვალული მზერით ვუყურებ მსოფლიოს… რა თქმა უნდა მეღვიძა და ტელევიზორსშევცქეროდი უაზროდ.. არც კი ვიცი რა ვთქვა, გარდა იმისა, რომ შენი ყოველი წერილი დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მეორე სუნთქვა მეხსნება…..

დაფასებული სიყვარულით…. მარად შენი T

 

 

…….

dream-quotes      ოცნებიდან    ოცნებამდე თითო ნაბიჯია,   დროში  გაწელილი   ერთი პატარა  ნაბიჯი,  სიხარულიდან – სიყვარულამდეც ამდენივე, სიყვარულიდან –  სიძულვილამდე  კიდევ უფრო ცოტა….

როგორც იქნა მიხვდა, რომ რაღაცისთვის უცხოვრია, მიხვდა, რომ რაღაცის შექმნა შეუძლია და  მარტო არ არის ამ დაწყევლილ ქვეყანაზე,  მიხვდა,  რომ არაფერი არაა იმაზე კარგი ,  რაც ახლა  აქვს, მიხვდა,  რომ ბედნიერება იქაა, სადაცაა,  ისაა, რაცა აქვს და ისაა, ვინცაა,  არის და იქნება  ასე ,  ჩუმად  აღელვებული,   ფიქრებში ჩაფლული  –  ხშირად უფიქრალი და  ცხოვრებით დაღლილი,  მაგრამ  მერე რა,  ხანდახან დარდობს, ხშირად, სულაც  არ დარდობს ,  დადის დედამიწაზე,   ან,  არც დადის და  დაძრწის  შემკრთალი images (4)მოჩვენებასავით არეული.  ეზიზღება მის გარეთ დარჩენილი სივრცე , ხშირად  ხვაგან არის   – უხეირო  ასტრალში  და  უბრალოდ,  არც კი  ეყურადება  აქაური ქვეყნიერების   ბგერები,  მაგრამ ის მომენტი რად ღირს, როცა ყველაფერი ვარდისფერია, ის წამი რად ღირს , როცა მთლიანად სავსე და ბედნიერია,  ღირს, ალბათ მთელ ცხოვრებად ….ასეთი წამის სიხშირე გააფერმკრთლებდა ცხოვრების აზრს, კი, ნამდვილად ასეა…..

დახუჭული თვალები და მოშლილი საზღვრები…just_a_dream____by_enricoagostoni (1)

მიეჩვია…

როგორმე უნდა გადაეჩვიოს…