on Melancholy Hill

ამ ბანანა თევზის ამინდებში მელანქოლიის მთის წვერზე იჯდა და იქიდან უყურებდა სამყაროს,  დღე და ღამე იქ იყო,  ხშირად უფიქრია, როგორ დაეტოვებინა ეს უკვე სახლად ქცეული ადგილი, მაგრამ ვერაფერი  მოიფიქრა, ვერანაირი გზა ვერ მონახა, საცალფეხო ბილიკიც კი არსად ჩანდა…

სულ  ვეკითხებოდი  და ახლაც შევეკითხე, რატომ იყო იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, რატომ ფიქრობდა იმაზე, რაზეც არ უნდა ეფიქრა, რატომ  ტიროდა იმაზე, რაზეც არ უნდა ეტირა ….. პასუხი  რა თქმა უნდა ვერ გამცა.  მდუმარემ ისევ სამყაროს  მიაპყრო მზერა……. სამყაროს, სადაც   ყველაფერია, მაგრამ  საკუთრივ მისი   არაფერი, უამრავი  ბედნიერების მომტანი ადგილია, მაგრამ მისთვის ყველა ინტერესდაკარგული და გაუფერულებული.    გულდასაწყვეტია ის, რომ ფასეული არაფერი არსებობს – ფასეული, რომელიც მან თავად შექმნა,  ეს ედარდება ყველაზე მეტად,   დრო კი გადის–  ეჩქარება,  ძალიან ეჩქარება,  მაგრამ სად ეჩქარება არც იცის. ისევ  ადამიანები გაახსენდა, უცებ ამოტივტივებულმა სიტყვებმა  გაიელვეს ტვინში– არასანდო, არაგულწრფელი,  არაკეთილი.   ბოლო დროს მიხვდა, რომ დასაყრდენი სჭირდება –  ვინმე ან რამე, მაგრამ ვერ ჰპოვა…ალბათ, არც არსებობს მისი დასაყრდენი და მიზეზიც ეს არის… თვალები დახუჭა და აზრებიც ცოტა ხნით გაქრა….

მისი დუმილი წავიკითხე და გავიყინე, რა მეთქვა, რა მერჩია, რით მენუგეშებინა, სიტყვაც ვერ მოვიფიქრე, მეც მის გვერდით აღმოვჩნდი აქ, ამ  მთის წვერზე….

2 კომენტარი, ჩანაწერი: “on Melancholy Hill”

  1. ბანანა თევზისფერი ამინდი უკვე კარგად განმაწყობს, რაკი ამ სიტყვებით დაიწყე, მელანქოლიაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო.ვიღაც აუცილებლად უნდა იდგეს გვერდით, მართალია

    Like

    1. ხო, მარტო ძნელია…. 🙂

      Like

დატოვე კომენტარი